Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

რჩევები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტების არჩევაში დაგვეხმარება

რჩევები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტების არჩევაში დაგვეხმარება

ბოლო წლებში მომხმარებლები სულ უფრო ხშირად აწყდებიან ინფორმაციას და დეზინფორმაციას საკვების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ. გამომდინარე აქედან პროდუქტის ავთენტურობის, შემადგენლობისა და ეტიკეტის სწორად წაკითხვის ცოდნა სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით კი საკვების ფასების ზრდის ფონზე.

ეტიკეტის კითხვისას აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ინგრედიენტებს, პროდუქტის წარმოშობის ქვეყანას, შენახვის პირობებსა და ვარგისიანობის ვადას.

არსებობს რამდენიმე გავრცელებული მითი საკვებზე. მაგალითად, დაკრისტალებული თაფლი არ ნიშნავს, რომ ის უხარისხოა – ეს ხშირად ბუნებრივი პროცესია. ასევე, მღვრიე ზეითუნის ზეთი ავტომატურად უკეთეს ხარისხს არ ნიშნავს. პროდუქტის მაღალი ფასი კი ყოველთვის არ არის მისი უკეთესი ხარისხის გარანტია.

ექსპერტები გვირჩევენ, ფრთხილად ვიყოთ პროდუქტებთან, რომლებსაც ძალიან ბევრი დანამატი და რთული შემადგენლობა აქვთ. ასევე მნიშვნელოვანია განსხვავების ცოდნა წარწერებს შორის: „ვარგისია მოხმარებისთვის“ დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, ხოლო „საუკეთესოა გამოყენებული იქნას ამ თარიღამდე“ ძირითადად ხარისხთან.

ზეითუნის ზეთის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მჟავიანობას, წარმოშობას და ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას. ტერმინები, როგორიცაა „ნატურალური“, „ტრადიციული“ ან „ხელნაკეთი“, თავისთავად ხარისხის ოფიციალურ გარანტიას არ წარმოადგენს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *