Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო

სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო

საბერძნეთის პოლიციამ განცხადება გააკეთა ათენის სააპელაციო სასამართლოს წინ მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ჰკრავს წიხლს პოლიციის თანამშრომელი ერთ-ერთ აქციის მონაწილეს და როგორ ეცემა ქალი დარტყმის შედეგად.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აპრილს სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი გაამართლა, რომელსაც 2024 წლის ოქტომბერში ამბელოკპზე მომხდარი აფეთქების გამოწვევაში ედებოდა ბრალი. სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო კიდევ 2 პირი, თუმცა პატიმრობაში დატოვა 2 ბრალდებული ქალი.

ნიკოს რომანოსი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს.

“სოციალურ მედიასა და ვებსაიტებზე გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ, რომელიც 2026 წლის 24 აპრილს, პოლიციელების მიერ ჩადენილ საეჭვო ქმედებებს ასახავს, ვაცხადებთ, რომ ატიკის პოლიციის გენერალურმა დირექტორატმა დანიშნა ადმინისტრაციული ექსპერტიზა ინციდენტის გარემოებების სრულად გამოსაძიებლად.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *