საბავშვო ბაღებისთვის ვაუჩერების მიღება 5 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი
საბავშვო ბაღებისთვის ვაუჩერების მიღება 5 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი
2026-2027 წლების ვაუჩერების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა ოჯახებს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს ბავშვების ბაგა-ბაღებში, საბავშვო ბაღებში, ასევე ΚΔΑΠ-სა და ΚΔΑΠ ΑμεΑ-ის ცენტრებში (ბავშვთა შემოქმედებითი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამები) ჩარიცხვასთან დაკავშირებული ხარჯების შესამსუბუქებლად.
ოჯახებისა და სოციალური ერთობის სამინისტრომ გააფართოვა პროგრამის ბენეფიციართა კრიტერიუმები. ახალი პერიოდისთვის გამოყოფილია 393 მილიონი ევრო, რომლის მიზანია ოჯახების ყოველდღიური ხარჯების შემსუბუქება.
ვინ შეძლებს განაცხადის გაკეთებას?
ამ წელს პროგრამაში ჩართვა უკვე საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებმაც შეძლეს, რადგან შემოსავლის ზღვარი გაიზარდა:
- ოჯახებისთვის, რომლებსაც 2 ბავშვზე მეტი არ ჰყავთ, წლიური შემოსავლის ზღვარი გაიზარდა 35 000 ევრომდე;
- ოჯახებისთვის, რომლებსაც 3 შვილი ჰყავთ, ზღვარი შეადგენს 38 000 ევროს.
სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს პროგრამით 170 000-ზე მეტმა ბავშვმა ისარგებლა, ხოლო წლევანდელი კრიტერიუმების დახმარებით მოსალოდნელია ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა.
პირველად გაუქმდა შემოსავალთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. შესაბამისად მრავალშვილიანი ოჯახები შეძებენ განაცხადის გაკეთებას ოჯახის შემოსავლის მიუხედავად და სახელმწიფო დახმარების მიღებას.
ელექტრონულ პლატფორმაზე aitisi26.eetaa.gr დაინტერესებული პირები განცხადების გაკეთებას 5 აგვისტომდე შეძლებენ.
განცხადების შეტანის პროცესი გამარტივებულია საჭირო ინფორმაციის უმეტესობა ავტომატურად ივსება სისტემიდან. მსურველებს მხოლოდ პირადი Taxisnet-ის კოდები სჭირდებათ.
განაცხადის შეტანა შეუძლიათ:
- მშობლებს ან პირებს, რომლებსაც აქვთ მეურვეობა;
- მიმღებ მშობლებს;
- მეურვეებსა და კანონიერ წარმომადგენლებს;
- სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვების კანონიერ წარმომადგენლებს;
- ასევე ბავშვების, მოზარდებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წარმომადგენლებს.
პროგრამის მთავარი მიზანია, ბავშვებმა მიიღონ შესაბამისი მოვლა და განათლება მათი ასაკისა და საჭიროებების მიხედვით, ხოლო ოჯახებს ფინანსური მხარდაჭერა გაეწიოთ ვაუჩერების საშუალებით.
