საბავშვო ბაღების ვაუჩერები 2026–2027: როგორ შეავსოთ განაცხადი სწორად
საბავშვო ბაღების ვაუჩერები 2026–2027: როგორ შეავსოთ განაცხადი სწორად
გრძელდება 2026–2027 სასწავლო წლის ვაუჩერებზე განაცხადების მიღება, რომლებიც განკუთვნილია საბავშვო ბაღების, ბაგა-ბაღებისა და ბავშვთა შემოქმედებითი ცენტრების (ΚΔΑΠ) მომსახურების დასაფინანსებლად.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 აგვისტო, 23:59 საათი.
როგორ შეავსოთ განაცხადი
განაცხადი მხოლოდ ელექტრონულად ივსება და ავტორიზაცია ხდება იმ მშობლის (ან კანონიერი წარმომადგენლის) Taxisnet-ის პირადი კოდებით, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენს ბავშვს.
განაცხადის შევსებამდე აუცილებელია:
- საგადასახადო დეკლარაციის (E1) წარდგენა;
- ოჯახის ყველა წევრის მონაცემების გადამოწმება;
- ბავშვისა და ოჯახის წევრების AMKA;
- საჭიროების შემთხვევაში მეორე მშობლის თანხმობის დადასტურება Taxisnet-ის კოდებით;
- ყველა საჭირო დოკუმენტის ატვირთვა.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები
- განაცხადს არასწორი პირი ავსებს – მეურვეობის ან ერთობლივი მეურვეობის შემთხვევაში განაცხადი მხოლოდ უფლებამოსილმა პირმა უნდა შეავსოს.
- AMKA-ს ნომრის ან პირადი მონაცემების არ გადამოწმება – პლატფორმაზე ავტომატურად ჩატვირთული ინფორმაცია ყოველთვის უნდა გადაამოწმოთ.
- ოჯახის წევრების ან ბავშვის გამოტოვება – რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც შემოსავლის შეფასებაზე, ისე საბოლოო ქულაზე.
- მეორე მშობლის თანხმობის არ ქონა – თუ თანხმობა აუცილებელია და პლატფორმაზე არ აიტვირთება, განაცხადი სრულყოფილად არ ჩაითვლება.
- ავტომატურად ჩატვირთული მონაცემების ბრმად ნდობა – აუცილებელია შემოწმდეს ოჯახური მდგომარეობა, შემოსავალი, უმუშევრობის სტატუსი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და სხვა ინფორმაცია.
- საჭირო დოკუმენტების არ ატვირთვა – მრავალშვილიანი ოჯახის, მარტოხელა მშობლის, უმუშევრობის ან შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების არქონა შეიძლება დამატებითი ქულების დაკარგვის მიზეზი გახდეს.
- განაცხადის მხოლოდ შენახვა და არა საბოლოოდ გაგზავნა – ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომა. თუ ღილაკს „საბოლოო ატვირთვა“ (Οριστική Υποβολή) არ დააჭერთ, განაცხადი არ ჩაითვლება წარდგენილად.
საბოლოო გადამოწმება განცხადების გაკეთებამდე
განაცხადის დასრულებამდე დარწმუნდით, რომ:
- ყველა ბავშვის მონაცემები სწორად არის მითითებული;
- AMKA-ს ნომრები სწორია;
- ოჯახური მდგომარეობა სწორადაა ასახული;
- მეორე მშობლის თანხმობა დადასტურებულია (საჭიროების შემთხვევაში);
- შემოსავალი სწორადაა წარდგენილი;
- ყველა სოციალური კრიტერიუმი მითითებულია;
- ყველა საჭირო დოკუმენტი ატვირთულია;
- განაცხადი საბოლოოდ გაგზავნილია.
მნიშვნელოვანი თარიღები
- 5 აგვისტო – განაცხადების მიღების ბოლო დღე (23:59);
- 10 აგვისტო – წინასწარი შედეგების გამოქვეყნება;
- 11–13 აგვისტო – საჩივრების მიღება;
- 17 აგვისტო – საბოლოო შედეგების გამოცხადება.
სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, განაცხადის გაგზავნამდე რამდენიმე წუთი დაუთმონ ყველა მონაცემისა და დოკუმენტის გადამოწმებას, რადგან მცირე შეცდომამაც კი შეიძლება ოჯახს მთელი სასწავლო წლის ვაუჩერი დააკარგვინოს.
