Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბავშვო ბაღები: ვაუჩერების მისაღებად განაცხადის გასაკეთებლად 14 აგვისტო ბოლო დღეა

საბავშვო ბაღები: ვაუჩერების მისაღებად განაცხადის გასაკეთებლად 14 აგვისტო ბოლო დღეა

2025-2026 წლების ეროვნული ფონდის მიერ გასაცემი ვაუჩერებისთვის საბავშვო ბაღებისთვის პლატფორმა ყველა საგადასახადო ID ნომრისთვის (ΑΦΜ)  5 აგვისტოდან გაიხსნა.

ელექტრონული განაცხადის გაკეთება შეუძლია ყველას, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს: „ბავშვების სკოლამდელ განათლებაში ჩართვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, ასევე სკოლის ასაკის ბავშვების, მოზარდებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემოქმედებითი დასაქმების სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის“ პროგრამაში.

წელს გაცემულს ვაუჩერებს ექნებათ 2 წლის ვადა, რაც მშობლებს შემდეგი სასწავლო წლისთვის ხელახლა განაცხადის შეტანის პროცესისგან გაათავისუფლებს.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეეძლებათ 14 აგვისტომდე, შედეგები კი გამოქვეყნდება ΕΕΤΑΑ-ს ვებ.გვერდზე პარასკევს, 22 აგვისტოს. დაინტერესებული პირები შედეგების ნახვას შეძლებენ taxisnet-ის კოდების მეშვეობით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *