Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობა სრულ მხარდაჭერას ჰპირდება წყალდიდობით დაზარალებულ თესალიას

საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკიმ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ, ცენტრალური საბერძნეთის რეგიონებს.

ასობით ადამიანი დარჩა ხაფანგში საკუთარ სახლებში ან მაღალ ადგილზე წყალდიდობისგან სრულიად განადგურებულ თესალიის ცენტრალურ დაბლობზე.

პარასკევს, კარდიცას მერიაში დაზარალებული ტერიტორიების მერებთან შეხვედრისას მიცოტაკიმ ხაზი გაუსვა მთავრობის ვალდებულებას, დაეხმაროს გაჭირვებულ ოჯახებს და სწრაფად შეაფასოს ზარალი.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა. მე მოვახდინე ყველა არსებული ევროპული რესურსის მობილიზება დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში დაზარალებული ოჯახების საჭიროებების დასაფარად. ზარალის შეფასება დაუყოვნებლივ დაიწყება, მათ შორის სახლების და გაიცემა კომპენსაცია მათთვის, ვისი სახლებიც დაინგრა“, – თქვა მან.

პრემიერმა ასევე მიუსამძიმრა დაღუპული ადამიანების ახლობლებს.

რეგიონის მერებმა ისაუბრეს უპრეცედენტო ფენომენზე და დაადგინეს თითოეული მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტები, სადაც აქცენტი გაკეთდა მოქალაქეების, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველთა გადარჩენაზე, მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფაზე და უსახლკაროდ დარჩენილთა განთავსებაზე, ელექტროენერგიის და წყალმომარაგების აღდგენაზე, რასაც მოჰყვება ზარალის აღრიცხვა და კომპენსაციის სწრაფი უზრუნველყოფა, ასევე ინფრასტრუქტურის აღდგენა.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა სტიქიის მასშტაბის შესამოწმებლად კარდიცას დატბორილი რაიონებს ვერტმფრენით გადაუფრინა.

კვირის დასაწყისში კოკისპირული წვიმების შემდეგ  მდინარე პინეიოსი ადიდდა და ტერიტორია დაიტბორა. ხელისუფლება ახორციელებს თესალიის რეგიონის სოფლების ასობით მაცხოვრებლის ევაკუაციას.

ამ კვირაში თესალიაში მომხდარ უპრეცედენტო წყალდიდობას სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე დაკარგულია.

პელიონის მთის რამდენიმე სოფელსა და ტურისტულ კურორტზე ათასობით ადამიანია ჩაკეტილი. გავრცელებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურა და საგზაო ქსელი განადგურებულია განსაკუთრებით პელიონის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში.

ექსტრემალური ფენომენი ჩაცხრა და სამუშაოები ახლა ხაფანგში მომწყვდეულთა და დაკარგულთა სამაშველო ოპერაციებზეა მიმართული, რომელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *