Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთისამართალი

საბერძნეთის რკინიგზა 24 საათიან გაფიცვას უერთდება

საბერძნეთის რკინიგზა 24 საათიან გაფიცვას უერთდება

პარასკევს, 28 თებერვალს დაგეგმილ 24 საათიან გაფიცვას შეუერთდება საბერძნეთის რკინიგზაც, რათა წვლილი შეიტანონ ტემბში დაღუპული ადამიანებისთვის სამართლის აღსრულების მოთხოვნაში.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს გაიფიცება სრულიად საბერძნეთი ტემბში 2 წლის წინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გაფიცვის თარიღი საბერძნეთის კერძო მუშაკთა გენერალური კავშირისა და საჯარო მოხელეთა გაერთიანების საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინდა.

გაფიცვის მთავარი მოთხოვნებია:

  • საბოლოოდ ამოქმედდეს კანონის უზენაესობა
  • აღმოიფხვრას დამნაშავეებზე ხელის დაფარების ყველანაირი მცდელობა
  • დაისაჯოს ტრაგედიაზე პასუხისმგებელი ყველა პირი, განურჩევლად მათი თანამდებობისა

გაფიცვას შეუერთდება საბერძნეთის საზღვაო ფედერაცია, შესაბამისად პარასკევს გემები არ შეასრულებენ დაგეგმილ მარშრუტებს, ტაქსის მძღოლები შეწყვეტენ მუშაობას დილის 10:00 საათიდან შუადღის 13:00 საათამდე. გაფიცვას ასევე შეუერთდება საბერძნეთის საავიაციო სამსახური და შესრულდება მხოლოდ კონკრეტული ფრენები.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გაფიცვასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალურად განცხადება არ გაკეთებულა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებს სასწრაფო დახმარების თანამშრომლების კავშირიც.

დაიკეტება თეატრები და ღამის კლუბებიც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *