Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შენობის კედლებიდან გრაფიტი გადაიღება და საპროტესტო ბანერები ჩამოიხსნა

საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შენობის კედლებიდან გრაფიტი გადაიღება და საპროტესტო ბანერები ჩამოიხსნა

საბერძნეთის სახელმწიფომ დრო იხელთა და მაშინ, როცა უნივერსიტეტი სტუდენტებისგან დაცარიელებული იყო იურიდიული ფაკულტეტის შენობას სული ამოაცალა.

შაბათს, 17 მაისს, დასუფთავების სამსახურმა საბერძეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შენობის კედლები ჩამორეცხა.

მაშინ, როცა ბერძენი სტუდენტები მსოფლიოს მასშტაბით სახელგანთქმულნი არიან მებრძოლი სულის ვეთებით და ყოველთვის იბრძვიან სამართლიანობის აღსადგენად იმ  გარემოში, სადაც მათი სრულფასოვან პოლიტიკურ პიროვნებებად ჩამოყალიბება ხდება სახელმწიფო ცდილობს მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

სტუდენტების მხრიდან საქმე ვანდალიზმთან გვაქვს თუ თაობიდან თაობაზე შეძახილებისა და ლოზუნგების გადაცემასთან, რათა არ დაიკარგოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის მოტივაცია, აზრი ყოველთვის ორად იყოფოდა. თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ამ ლოზუნგებითა და ერთობით მოხდა სახელმწიფოს მხრიდან უამრავი დანაშაულებრივი ქმედების პრევენცია.

ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია რა რეაქცია ექნებათ სტუდენტებს ორშაბათს, უნივერსიტეტში დაბრუნებისას სუფთა კედლების დანახვის შემდეგ.

ამჟამად კი ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად პოლიციას უნივერსიტეტის ტერიტორია დაკეტილი აქვს, რათა დასუფთავების სამსახურის ორმოცმა თანამშრომელმა შეუფერხებლად იმუშაოს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *