Latest news
ონასისის ფონდი 2026-2027 სასწავლო წლისთვის 112 სტიპენდიას გასცემს საბერძნეთი: მეცხოველეებისთვის ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფო 4,2 მილიონ ევროს გამოყოფს ბოლო 10 წლის განმავლობაში ატიკის ტყეების 42% ხანძარმა გაანადგურა გვალვა კალოხორის ჭარბტენიან ტერიტორიას აშრობს ფსათა: ექსპერტებმა ვერტმფრენების შეჯახების ადგილი შეისწავლეს 41 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლის მკვლელობისთვის  საბერძნეთი: ბრიტანელი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებით მისი მეუღლის ნათესავები საუბრობ... ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი ათენში, ვიოტიასა და ევიაზე საბერძნეთი: ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამაში საბერძნეთი: ძველი ავტომანქანებისთვის შეზღუდვები წესდება
სამშაბათი, აგვისტო 4, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ბრიტანელი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებით მისი მეუღლის ნათესავები საუბრობენ

საბერძნეთი: ბრიტანელი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებით მისი მეუღლის ნათესავები საუბრობენ

38 წლის ბრიტანეთის მოქალაქის, ელიზაბეთ ჯეინ როსის მკვლელობისთვის დაკავებული სარიფ ახმანძაი ამერიკის მოქალაქის, ალეინა ჰოლის მეუღლეა. ამერიკის მოქალაქის ოჯახისწევრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ სარიფ ახმანძაი საბერძნეთში 2016 წელს ჩამოვიდა, მიიღო ქრისტიანობა და შემდეგ იქორწინა ალეინა ჰოლზე. იმ პერიოდისთვის ალეინა საბერძნეთში მოხალისედ იყო ჩამოსული.

“პირადად არასდროს შევხვედრივარ, მხოლოდ შორიდან, დაუსწრებლად ვიცნობდი. თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემს ძმა და რძალი არასდროს ემხრობოდნენ მათ ქორწინებას.” – განაცხადა ალეინა ჰოლის დეიდამ.

გავრცელებული ინფორამციის თანახმად წყვილს 1 შვილი ჰყავს. საბერძნეთის მუდმივი მაცხოვრებლები არიან და დაფუძნებული აქვთ ქრისტიანული ორგანიზაცია “Love Every Nation Athens”, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად ფუნქციონირებს. ელიზაბეთ ჯეინ როსი ასევე თანამშრომლობდა ქრისტიანულ და ადამიანების უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან და სწორედ ასე გაიცნო წყვილიც. სახლი, სადაც ელიზაბეთ ჯეინ როსი ცხოვრობდა სწორედ ამ ორგანიზაციის საკუთრება იყო და რამდენადაც გამოძიებისთვის ცნობილია სახლის გასაღები ჰქონდა როგორც ბრალდებულს ასევე მის მეუღლესაც.

ელიზაბეთ ჯეინ როსის ცხედარი მისი გაუჩინარებიდან 3 დღის შემდეგ, 18 ივლისს იპოვეს ჩემოდანში, რომელიც კიფსელზე მიტოვებულ შენობაში იყო დატოვებული.

გამოძიებისთვის მთავარი წყარო იყო დაცვის კამერების ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ მიემართება კიფსელისკენ ბრალდებული ჩემოდნით ხელში.

პოლიციის ყურადღება ბრალდებულმა მას შემდეგ მიიპყრო, რაც ბრალდებულის მეუღლემ განყოფილებაში დარეკა და პოლიციის თანამშრომლებს მისი საეჭვო ქმედებების შესახებ უამბო. კერძოდ, 15 ივლისს მობილური აპლიკაციით დააფიქსირა, რომ მისი მეუღლე ელიზაბეთ ჯეინ როსის სახლში იმყოფებოდა.

თავის მხრივ ბრალდებულმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ ქალი უგონო მდგომარეობაში სააბაზანოში იპოვა. ის აცხადებს, რომ ქალის მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის, თუმცა აღიარებს, რომ მისი საბანკო ანგარიშიდან ფული მან მიითვისა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *