Latest news
საბერძეთის მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელ... ღაკას ფული და ძალაუფლება სურდა, მისი ეს მისწრაფება ყოველთვის გვაშინებდა - აცხადებს თეოდოროპულოსის ყო... ანდროლოგიის ინსტიტუტის პრეზიდენტი ალტერნატიული მკურნალობის მეთოდებზე საუბრობს საბერძნეთი: ახალი ელ.პლატფორმა უკანონოდ გაჩერებულ მანქანებს აფიქსირებს ტების სარკინიგზო ავარიის შედეგად დაზარალებულის მამის გულისამაჩუყებელი ჩვენება ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე მოწმეების ჩვენებების მოსმენა გრძელდება 88 წლის მორბენალი: ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს ვუძღვნი მარათონის შედეგებს პატრას უნივერსიტეტში 400-მა ჩარიცხულმა სტუდენტმა რეგისტრაცია არ გაიარა საბერძნეთი: როდის გადავწევთ საათს ზამთრის დროზე AUTO ATHINA 2026: საბერძეთი ყველაზე მასშტაბური ავტომანქანების გამოფენას მართავს
ოთხშაბათი, სექტემბერი 30, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთი: თერაპევტი და დიაბედის სპეციალისტი, ევანგელოს ფუსტერისი ჭარბწონიანობის პრობლემაზე საუბრობს

საბერძნეთი: თერაპევტი და დიაბედის სპეციალისტი, ევანგელოს ფუსტერისი ჭარბწონიანობის პრობლემაზე საუბრობს

ჭარბწონიანობა ქრონიკული დაავადებაა, რომლის კონტროლიც მუდმივ მკურნალობას საჭიროებს. ბერძენი თერაპევტისა და დიაბეტის სპეციალისტის, ევანგელოს ფუსტერის განცხადებით, მკურნალობის შეწყვეტიდან 1–2 წელიწადში პაციენტმა შესაძლოა დაკარგული წონის თითქმის 100% მოიმატოს, განურჩევლად იმისა მიღწეული იყო თუ არა წონის კლება დიეტის, მედიკამენტების თუ მათი კომბინაციის საშუალებით.

ექიმი აღნიშნავს, რომ სიმსუქნის მკურნალობა ისეთივე უწყვეტი უნდა იყოს, როგორც არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის ან მაღალი ქოლესტერინის მართვა. მისი თქმით, დაავადება მკურნალობის პერიოდში კონტროლდება, ხოლო თერაპიის შეწყვეტის შემდეგ კვლავ აქტიურდება.

სტამბოლში ევროპის ჭარბწონიანობის კონგრესზე წარმოდგენილმა SURMOUNT-Maintain კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებმა, რომლებმაც პრეპარატის სრული დოზა რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღეს, სხეულის წონის საშუალოდ 23%-იანი კლება შეინარჩუნეს. მათ კი, ვინც მკურნალობა შეწყვიტა, თითქმის მთლიანად მოიმატა დაკარგული წონა.

ფუსტერის თქმით, სიმსუქნის მკურნალობის სარგებელი მხოლოდ წონის კლებას არ მოიცავს. თერაპია ამცირებს პრედიაბეტის, შაქრიანი დიაბეტის, ინფარქტისა და ინსულტის რისკს, ასევე ხელს უწყობს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების, ძილის აპნოეს, ოსტეოართროზისა და რეპროდუქციული სისტემის დარღვევების გაუმჯობესებას.

ექიმის განმარტებით, მკურნალობის შეწყვეტა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია რეკომენდებული, მაგალითად, მძიმე გვერდითი მოვლენების ან გადაჭარბებული წონის კლების დროს და ის აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა მოხდეს.

ამასთან, სპეციალისტი ურჩევს პაციენტებს, შესაძლებლობის შემთხვევაში, თერაპია არ შეწყვიტონ და დროებით მაინც გააგრძელონ, თუნდაც შემცირებული დოზით, რათა თავიდან აიცილონ დაკარგული წონის სწრაფი მატება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *