Latest news
საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა მაიორკინის: კლიმატური კრიზისი ინფექციების გავრცელების არეალს ცვლის კარისტიანუ: არ უნდა ავკრძალოთ კვანტური ტექნოლოგიის გამოყენება მედიცინაში მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცებმ... ვულიაღმენი: შეზლონგის გამო ატეხილ ჩხუბს ტრაგიკული დასასრული აღმოაჩნდა კირიაკი ღრივას სასამართლო პროცესი: ოჯახის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ ფლორიდის: პროგრამა ChildSay არის ბავშვებისთვის უფრო მეგობრული სამართლებრივი ნაბიჯი პლაზმოფერეზის აპარატს არ ვმალავდით, პაციენტების მონაცემებს ვშლიდით ყოველი დღის ბოლოს - აცხადებს კერძ...
ორშაბათი, სექტემბერი 21, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგისთვის ახალი ციფრული სისტემა შეიქმნება

საბერძნეთი: ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგისთვის ახალი ციფრული სისტემა შეიქმნება

საბერძნეთში შეიქმნება კიდევ ერთი ციფრული პლატფორმა „ინფრასტრუქტურულიპროექტების ობსერვატორია“ , რომელიც ატიკის რეგიონში მიმდინარე 352 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მონიტორინგს რეალურ დროში უზრუნველყოფს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი რეგიონის გუბერნატორმა ნიკოს ხარდალიასმა უკვე მოაწერა.

ახალი სისტემა 24-საათიან რეჟიმში გააკონტროლებს პროექტების მიმდინარეობას, მათ შორის სამუშაოების პროგრესს, ბიუჯეტს, დაფინანსების წყაროებს, ვადებსა და შესაძლო შეფერხებებს. პლატფორმა ხელს შეუწყობს როგორც ადმინისტრაციის ეფექტიან მუშაობას, ისე მოქალაქეების ინფორმირებულობასა და გამჭვირვალობას.

ნიკოს ხარდალიასის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საჯარო მმართველობის მოდერნიზაციისკენ. მისი თქმით, 2027 წლის პირველი ნახევრიდან მოქალაქეებს შეეძლებათ ონლაინ რეჟიმში ნახონ, რა პროექტები ხორციელდება მათ რაიონში, რა ეტაპზეა თითოეული მათგანი და თუ არსებობს შეფერხება რა არის მისი მიზეზი.

პროექტი ოთხ ეტაპად განხორციელდება, მისი ბიუჯეტი 2,79 მილიონ ევროს (დღგ-ის გარეშე) შეადგენს, ხოლო დასრულება 33 თვეშია დაგეგმილი. სისტემის შექმნას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიების კონსორციუმი განახორციელებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *