საბერძნეთი, იტალია, კვიპროსი და მალტა საერთო პოზიციას აფიქსსირებს ხმელთაშუა ზღვაზე მიგრაციულ ზეწოლასთან გასამკლავებლად
საბერძნეთი, იტალია, კვიპროსი და მალტა საერთო პოზიციას აფიქსსირებს ხმელთაშუა ზღვაზე მიგრაციულ ზეწოლასთან გასამკლავებლად
რომში გამართული შეხვედრის ფარგლებში საბერძნეთის, იტალიის, კვიპროსისა და მალტის ემიგრაციის მინისტრებმა დააფიქსირეს საერთო პოზიცია ხმელთაშუა ზღვაზე მიგრაციულ ზეწოლასთან გამკლავების საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრა წარმოადგენდა თემატურ გაგრძელებას ზემოთ აღნიშნული ოთხი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.
მინისტრებმა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება ემიგრანტთა საზღვრებზე უკანონოდ გადამყვანი არალეგალური ქსელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე ჩამოყალიბდა საერთო მიდგომა ხმელთაშუა ზღვაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ზომებიც მიიღონ ახალი მიგრაციული კრიზისების საპასუხოდ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბერძნეთსა და იტალიას შორის თანამშრომლობას ლიბიიდან მომავალი მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულებით.
შეხვედრაზე განხილული იყო ასევე საბერძნეთის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირებას ეხება. აღნიშნულმა ინიციატივამ მონაწილე ქვეყნების დიდი ინტერესი გამოიწვია და მათ დამატებითი ინფორმაციის მიღების სურვილი გამოთქვეს.
