Latest news
კულტურის მინისტრი გიორგოს მაზონაკისზე საჯაროდ საუბრობს ბერძენი რობი უილიამსის განვლილი გზა და კარიერია მეტროს მე-3 ხაზზე ტექნიკური სამუშაოები გრძელდება მარათონა: ვარდებში დამალული 84 კგ კოკაინი ნისიროსში ყოველ ახალშობილზე მუნიციპალიტეტი 3000 ევროს ოდენობის დახმარებას გასცემს საბერძნეთის საგზაო პოლიცია: 1 კვირაში 9 000-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა გიორგოს მაზანაკისის ექიმი განცხადებას ავრცელებს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა - აცხადებს გიორგოს მაზონაკისის ადვოკატი ცნობილი მომღერალი, გიორგოს მაზონაკისი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა საბერძნეთში ახალ ლიცეუმსა და ეროვნულ ატესტატთან დაკავშირებით რეფორმის გატარება იგეგმება
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: არასრულწლოვანებმა თანაკლასელზე ფიზიკურად იძალადეს

მოსწავლეზე ძალადობის და ბულინგის შოკისმომგვრელი ფაქტი მოხდა  ათენში, ერთ- ერთ კერძო სკოლაში.

15წლის მოსწავლეს თავს დაესხა მისი ექვსი თანაკლასელი, მათ შორის ერთი გოგონა.

დილის საათებში, შესვენების დროს, არასრულწლოვანებმა საკლასო ოთახში, მათსავე თანაკლასელს ყელზე სათევზაო თოკი შემოახვიეს და ცდილობდნენ თოკით მთლიანად  შეებოჭათ, რის შედეგადაც  ბავშვს კისრის არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

მოძალადეები სასტიკად  დასცინოდნენ მსხვერპლს,ცდილობდნენ მისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებას, ხოლო საკლასო ოთახში მყოფი დანარჩენი ბავშვები მშვიდად ადევნებდნენ თვალყურს ძალადობის   ამ საშინელ ფაქტს.

მოსწავლეზე განხორციელებული თავდასხმის და სასტიკი ბულინგის  ზემოთ აღნიშნულ  ფაქტთან დაკავშირებით ეცნობა პოლიციის შესაბამის ქვედანაყოფს.

ძალადობაში მონაწილე ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს და გადაიყვანეს არასრულწლოვანთა დაცვის დირექტორატის შტაბ- ბინაში,   დანარჩენი ორის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

საქმეში ჩაერთო არასრულწლოვანთა საკითხებზე პასუხისმგებელი ათენის პირველი ინსტანცია, რომელმაც საქმის მასალების დაუყოვნებლივ გადაცემა და ავტომატური პროცედურების დაცვის ბრძანება გასცა.

მოსწავლეები პოლიციის შესაბამის განყოფილებიდან დაკითხვისა და ახსნა- განმარტების, ასევე მკაცრი გამაფრთხილებელი რეკომენდაციების  მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს.

მათ პოლიციის შენობა მშობლებთან ერთად დატოვეს.

უძველესი თეატრები საბერძნეთში, რომლებიც უნდა ნახოთ

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *