საბერძნეთი: რატომ იფიცებიან მასწავლებლები
საბერძნეთი: რატომ იფიცებიან მასწავლებლები
საბერძნეთის საშუალო განათლების მასწავლებელთა ფედერაცია ΟΛΜΕ ახალ სასწავლო წელს სამუშაო საათების შეჩერებით იწყებს. აქციები პარასკევიდან, 11 სექტემბრიდან, 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მასწავლებლები ორი სახის სამუშაო საათების შეჩერებას გეგმავენ. პირველი ითვალისწინებს სამ საათიან გაფიცვას სამუშაო დღის პირველ ან მეორე ცვლაში და მიზნად ისახავს განათლების სფეროში მოქმედი კანონის, მათ შორის მასწავლებელთა შეფასების სისტემის, განხორციელების წინააღმდეგ პროტესტს.
მეორე ფორმა არის ერთ საათიანი სამუშაო განრიგის შეჩერება, რომელიც მასწავლებლებისთვის სავალდებულო ზეგანაკვეთური საათების დაკისრების წინააღმდეგ გამოიყენება.
ΟΛΜΕ-ს გენერალური მდივნის, ფანი პირზას, განცხადებით, სკოლებში კვლავ არსებობს მასწავლებელთა დეფიციტი, მიმდინარეობს კლასებისა და სკოლების გაერთიანება და ზოგიერთ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 28-საც კი აღწევს.
მისი თქმით, პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სკოლების დირექტორები ვაკანტური საათების შესავსებად მასწავლებლებს დამატებით სამუშაო საათებს აკისრებენ.
მასწავლებლები ასევე ეწინააღმდეგებიან მოქმედი შეფასების სისტემას. ΟΛΜΕ-ს პოზიციით, ეს სისტემა არა იმდენად სასწავლო პროცესის შეფასებას, არამედ მასწავლებლების კატეგორიზაციას იწვევს. ფედერაცია ითხოვს უკეთეს სამუშაო პირობებს, ღირსეულ სკოლებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სასწავლო საქმიანობის შეფასებას კოლეგების მიერ.
