Latest news
დაფნი: საბავშვო ბაღში საკვებში ძმრის ნაცვლად ჭურჭლის სარეცხი საშუალება ჩაასხეს საბერძნეთი: ახალი სასწავლო წელი დაიწყო  ვინ არის პირველი ბერძენი ასტრონავტი NASA-ში შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს პასუხი გასცეს პაციენტების შეკითხვებს ოპერაციის შემდეგ ათენში სასკოლო ავტობუსებს მკაცრ კონტროლს ატარებენ საბერძნეთი: რატომ იფიცებიან მასწავლებლები სპეციალისტები პლაზმოფერეზსა და პროცედურასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობენ Le Figaro კუნძული იოსის განსხვავებულ სახეს აჩვენებს მკითხველებს კულტურის მინისტრი გიორგოს მაზონაკისზე საჯაროდ საუბრობს ბერძენი რობი უილიამსის განვლილი გზა და კარიერია
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

საბერძნეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაგეგმილ მისიაში მიიღებს მონაწილეობას

საბერძნეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაგეგმილ მისიაში მიიღებს მონაწილეობას

NASA-ს ადმინისტრატორმა ჯარედ აიზეკმანმა საბერძნეთს მიულოცა ქვეყნის პირველი ასტრონავტის, ადრიანოს ღოლემისის, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაგეგმილი მისიაში მონაწილეობის მიღება.

„ვულოცავ საბერძეთს ბერძენი ასტრონავტის პირველი კერძო მისიას და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მის პირველ მოგზაურობას“, — დაწერა აიზეკმანმა სოციალურ ქსელ X-ში.

მისი განცხადება მოჰყვა შეთანხმებას, რომელიც ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA), საბერძნეთის სახელით, ამერიკულ კომპანია Vast-თან გააფორმა. შეთანხმება ითვალისწინებს ადრიანოს ღოლემისის მონაწილეობას კერძო პილოტირებულ მისიაში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით.

NASA-ს ხელმძღვანელმა ასევე ხაზო გაუსვა საბერძნეთის მონაწილეობას „არტემისის შეთანხმებებში“ და ქვეყნის როლს კოსმოსის კვლევის მომავლის განვითარებაში. მისი შეფასებით, ახალი მისია ხელს შეუწყობს დედამიწის დაბალ ორბიტაზე მდგრადი კოსმოსური ეკონომიკის შექმნას.

NASA-ს განცხადებას გამოეხმაურა ბერძნულ-ამერიკელი კონგრესმენი მაიკ ხარიდოპულოსიც, რომელიც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის კოსმოსისა და აერონავტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. ის ფლორიდის მე-8 ოლქს წარმოადგენს. რეგიონს, რომელსაც „კოსმოსურ სანაპიროს“ უწოდებენ და სადაც მდებარეობს კენედის კოსმოსური ცენტრი და კეიპ კანავერალის კოსმოსური ბაზა.

ღოლემისის მისია საბერძნეთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის კოსმოსურ პროგრამასა და საერთაშორისო კოსმოსურ თანამშრომლობაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *