Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

საბერძნეთი: უშიშროება იძებს უცნაურ საქმეს, რომელშიც პოლიციის თანამშრომელი ფიგურირებს

უშიშროების ორგანოები ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში უცნაურ საქმეს იძიებენ, რომელშიც ფიგურირებს პოლიციის თანამშრომელიც.

კერძოდ, გამთენიისას, პოლიციამ ათენის ცენტრში შემოწმების მიზნით გააჩერა მანქანა, რომელშიც ოთხ მგზავრს შორის აღმოაჩინეს პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც თან ჰქონდა დანა. ყველა მათგანი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ დაკავებულთაგან, გარდა პოლიციელისა, ორი ალბანელი და ერთი ბოშა პოლიციის მიერ წარსულში აღრიცხვაზე იყვნენ აყვანილი, ხოლო მანქანაში იპოვეს იარაღები, რომლებიც ქურდობისთვის გამოიყენება.

პოლიციელის ჩხრეკისას მის პირად ნივთებში იპოვეს იარაღის ფოტოები, ასევე ნახევრად შიშველი ქალების ფოტოები და ახლა პოლიცია განიხილავს საკითხს, უნდა დაიწყოს თუ არა შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა აღნიშნულ ფაქტზე შემდგომი გამოძიება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *