Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: 6 600 ევროს ოდენობის პირველადი დახმარება სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს

საბერძნეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,  სტიქიით დაზარელებული ოჯახები სპეციალური განაცხადის გარეშე, ავტომატურად მიიღებენ ანგარიშზე პირველად კომპენსაციას 6600 ევროს ოდენობით, საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის, რემონტისთვის და ძირითადი საჭიროებისთვის.

ისინი პირველად მიიღებენ თანხას ავტომატურად ანგარიშზე, როგორც ეს TAXIS-შია დეკლარირებული და arogi.gov.gr პლატფორმაზე განაცხადის გარეშე.

როგორც კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ, ხრისტოს ტრიანდოპულოსმა განმარტა, პირველადი დახმარების პლატფორმის – arogi.gov.gr-ის გახსნისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მთლიანად და მნიშვნელოვნად დაზარალდა წყალდიდობისგან, რათა ავტომატიზირებული გზით მიიღონ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პირველადი მოხმარების საგნების კომპენსაცია. ესენი არიან იმ სოფლების მკვიდრნი, რომლებიც მთლიანად წყალქვეშ ან წყალში აღმოჩნდა, როგორიცაა მეტამორფოსი და პალამასი.

ეს არის პროცედურა, რომელიც პირველად გამოიყენება, რათა წყალდიდობისგან დაზარალებულებმა განცხადების გარეშე მიიღონ კომპენსაცია 6600 ევროს ოდენობით, რაც ყველაზე მაღალია, რაც კი გაცემულა ოდესმე სტიქიით დაზარალებული  ოჯახებისთვის. აქამდე გაცემული ყველაზე მაღალი კომპენსაცია დაფიქსირდა კლიმატური ფენომენი “იანოსის” შედეგად დაზარალებულთათვის, რომელიც 5000 ევროს შეადგენდა.

მონაცემთა დამუშავების ამოცანა აიღეს AADE-ს აღმასრულებლებმა, რომლებმაც „შეადგინეს“ პირველადი დახმარების პლატფორმა, ისევე როგორც ბ-ნი ტრიანდოპულოს კოლეგებმა კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროში, რომელთაგან ზოგიერთი უკვე იმყოფება ლარისაში, რათა კოორდინაცია გაუწიონ უამინდობის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგების მართვის პროცედურებს.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *