Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

საბერძნეთში ტემბის ტრაგედიისას პირველ ვაგონში მყოფი ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი ბრუნდება

საბერძნეთში ტემბის ტრაგედიისას პირველ ვაგონში მყოფი ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი ბრუნდება

პირველი ვაგონის ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი, ღერასიმოს-იასონასი საბერძნეთში ბრუნდება.

TheNewspaper.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 22 წლის სტუდენტმა ახლახან დაასრულა მკურნალობა ბოსტონის სარეაბილიტაციო ცენტრში სადაც სპეც.რეისით გადაიყვანეს 2023 წლის ნოემბერში სამედიცინო პერსონალთან და დედასთან ერთად. 

22 წლის სტუდენტის კომიდან გამოყვანა, რომელშიც ახალგაზრდა საბედისწერო ავარიის შემდეგ იმყოფებოდა, ამერიკელმა ექიმებმა ვერაფრით შეძლეს. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ექიმები დაზუსტებით ვერ ამბობენ თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გამომდინარე აქედან გადაწყდა ღერასიმოს საბერძნეთში გადმოყვანა. ახალგაზრდა მკურნალობას ლარისას სარეაბილიტაციო ცენტრში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში, ლარისას ოლქში, ტემბიში 2023 წლის 1 მარტს მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო, როდესაც ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ დაიღუპა 38 ადამიანი და დაშავდა არა ერთი მგზავრი.

სამგზავრო მატარებელი ათენიდან სალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო მატარებელი კი – თესალონიკიდან ლარისაში. მაშველებმა სამგზავრო მატარებლიდან 194 მგზავრის ევაკუაცია მოახერხეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *