Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში ქალებზე ძალადობას ბოლო არ უჩანს

საბერძნეთში ქალებზე ძალადობას ბოლო არ უჩანს

საბერძნეთში ქალებზე ძალადობას ბოლო არ უჩანს. სამწუხაროდ, ძალადობის მსხვერპლთა უსასრულო სიას ამჯერად, ცნობილი მოდელი – მიკაელა ფოტიადისი შეემატა.

მიქაელა ფოტიადისი:  მოდელმა მიღებული ტრამვებით დასისხლიანებული, საკუთარი  ფოტოები გამოაქვეყნა.

როგორც ჩანს, GNTM-ის ყოფილმა მონაწილემ იცის, თუ ვინ დგას მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისა და ძალადობის უკან.

ახალგაზრდა ქალმა ინსტაგრამის მიმდევრები შოკში ჩააგდო, როცა სასტიკად ცემის შემდეგ, საკუთარი ფოტოები ატვირთა.

,,ალექსანდრაკოსმა  თავისი კაცუნები აამოქმედა“… – წერს მოდელი საკუთარ ინსტაგრამზე.

მოდელმა და GNTM-ის ყოფილმა მონაწილემ კადრები გამოაქვეყნა, სადაც  ნათლად ჩანს, რომ სახეზე ძლიერი დარტყმა აქვს მიღებული და ცხვირიდან სისხლი სდის.

მიკაელა თავის პოსტებში დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა, როგორც ჩანს, თავადაც კარგად იცის, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. თავის პირველ პოსტში მიკაელამ დაწერა: ,,ალექსანდრაკოსმა  თავისი კაცუნები აამოქმედა! ყოჩაღ, შექების ღირსი ხარ!

მომხდარის გამო, ინსტაგრამზე უამრავი გამოხმაურების შემდეგ, ფოტიადისი ახალი სიუჟეტით წარსდგა მიმდევრების წინაშე, სადაც კადრში გაღიმებული პოზირებს.

„ვერავინ გამტეხავს! ეს  გამოწვევა უფრო მეტ ძალას მაძლევს!  სადაც პროვოცირებას აქვს ადგილი, იქ  რეაქციასაც უნდა ელოდე. დაველაპარაკები, როგორც კი თავის ტკივილი გამივლის. ახლა კარგად ვარ.  მადლობა თანაგრძნობისთვის. არავის არ ენდოთ:  ყველაზე საუკეთესო შეიძლება ყველაზე უარესად იქცეს…გკოცნით“. – წერს საკუთარ  პოსტში ფოტომოდელი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *