Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სადაზღვევო სექტორში ცვლილებები გატარდება: იგეგმება პენსიების გაზრდა

სადაზღვევო სექტორში ცვლილებები გატარდება: იგეგმება პენსიების გაზრდა

2026 წლის აპრილიდან მინიმალური ხელფასის ზრდა დომინირებს იმ ცვლილებებში, რომლებიც ახალ წლიდან შრომით სექტორში მოხდება, ხოლო სადაზღვევო სექტორში კი, პენსიების გაზრდასთან ერთად მოსალოდნელია მათი გაცემის პროცედურის დაჩქარებაც, რასაც ხელს ΕΦΚΑ-ს სისტემის ციფრულ რეჟიმზე გადაყვანა შეუწყობს.

ხელფასები 2026 წლის აპრილიდან 4,8%-ით მოიმატებს, რაც მინიმალური ხელფასის 880 ევროდან 922 ევრომდე ზრდას გამოიწვევს. ჯამში ხელფასები 40-42 ევროთი მოიმატებს. აღნიშნული ცვლილება არამხოლოდ კერძო, არამედ საჯარო სექტორშიც არის დაგეგმილი. 

მინიმალური ხელფასის მომდევნო ზრდა 2027 წელს იგეგმება და ჯამში 4%-ით მატებაა დაგეგმილი, რაც მინიმალურ ხელფასს 960 ევრომდე გაზრდის. 

2026 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი  ΕΦΚΑ-ს სისტემის სრულად ციფრულ რეჟიმზე გადაყვანა. რაც გაამარტივებს როგორც პენსიების გაცემის პროცედურებს, ასევე სხვა ყველა სადაზღვეო სამსახურთან დაკავშირებულ პროცედურას. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *