Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

სად ინახავენ თავიანთ საგანძურს მდიდარი და ცნობილი ადამიანები, რომლებიც სტუმრობენ მიკონოს

საბერძნეთის ბანკმა გასცა ოფიციალური ნებართვა და ქარების კუნძულმა შეიძინა თავისი პირველი ხაზინა, სადაც კუნძულზე არსებული საგანძური ინახება.

შემთხვევითი არ არის, რომ რამდენიმე დღის წინ მიკონოზე ჩასულმა ორმა არაბმა მაგნატმა ჯერ ხაზინა გაიარა, შემდეგ კი ვილა მოინახულა, სადაც 15 დღე დარჩებოდნენ. როგორც ამბობენ, იგივე გააკეთა შაკილ ო’ნილმა და სხვა ვარსკვლავებსაც.

ხაზინის მფლობელი კომპანია SBOX ლიცენზირებულია და მას ზედამხედველობს საბერძნეთის ბანკი, ასევე საბერძნეთის პოლიციის შტაბი და საშუალებას აძლევს როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კერძო ბიზნესს, დაიცვან თავიანთი ძვირფასეულობა.

ამ სეიფების საბოლოო დანიშნულებაა პირადი ნივთების, საოჯახო მემკვიდრეობის, სამკაულების და დიდი ფულადი თუ ემოციური ღირებულების სხვა ფასდაუდებელი ნივთების უსაფრთხოდ შენახვა.

პირველი თანამედროვე და კეთილმოწყობილი სეიფი ღიაა 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, წელიწადში 365 დღე და იძლევა დღიური დაქირავების შესაძლებლობასაც კი. მიკონოს ხაზინა მდებარეობს აგრირინას მხარეში და განთავსებულია დამოუკიდებელ შენობაში.

ჰარის მარიოლისი, ადამიანი, რომელიც ფლობს ბიზნეს ობიექტს ხაზს უსვამს: ”ჩვენ შევქმენით სეიფები, რათა დავაკმაყოფილოთ მაღალი დონის ვიზიტორების, ასევე კუნძულის მუდმივი მაცხოვრებლების საჭიროება მათი უსაფრთხოებისთვის.

ნაგებობა აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველაზე მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს და დაცულია როგორც ელექტრონული სისტემებით, ასევე 24-საათიანი ფიზიკური დაცვის საშუალებით, სპეციალურად მომზადებული კერძო დაცვის მიერ.

კომპანიის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას აბსოლუტური უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის დაცვით, მეგობრულ და თანამედროვე გარემოში.

SBOX-ის 5000 სეიფი არის მაღალი ტექნიკური მახასიათებლების, სხვადასხვა ზომისა და ფასის, თვეში 800 ევროდან დაწყებული.

წარმატებამ განაპირობა ის, რომ მსგავსი სეიფები საბერძნეთის სხვადასხვა კუთხეში იხსნება- პაროსზე, სანტორინზე და ა.შ. სექტემბერში ამავე კომპანიის  ხაზიანას ელოდებიან გლიფადაშიც.

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *