სალონიკი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 79 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა
სალონიკი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 79 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა
სალონიკში, ზაგლივერიო-კალამოტოს გზაზე, ლაგადას მუნიციპალიტეტში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 79 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანა, რომელსაც 83 წლის კაცი მართავდა შეეჯახა მის საპირისპიროდ მიმავალ მანქანას, რომელსაც 26 წლის ახალგაზრდა მართავდა. შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა ორივე მძღოლი, ხოლო 79 წლის თანამგზავრი კი ადგილზევე დაიღუპა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაიწყო გამოძიება ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box
