Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

მეტეოროლოგები საბერძნეთში 50 გრადუსამდე ტემპერატურას პროგნოზირებენ

გეოლოგიისა და ბუნებრივი კატაკლიზმების მართვის პროფესორი ევთიმიოს ლეკკასი კლიმატის ცვლილებებზე და ზაფხულისთვის საბერძნეთში მოსალოდნელ 50 გრადუსამდე ტემპერატურაზე საუბრობს.

დედაქალაქში ზაფხულის ტემპერატურის წინასწარი პროგნოზები საგანგაშოა, რადგან ქვეყანა კლიმატის ცვლილებების “წითელ ზონაშია”, ექსპერტები ემზადებიან და მოსახლეობას აფრთხილებენ.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს  წინასწარი პროგნოზები იმის შესახებ, რომ მაღალი ტემპერატურა შეიძლება შენარჩუნდეს ჩვეულებრივზე მეტი ხნის მანძილზე.

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ უკვე დიდი ხანია ატეხა განგაში: თუ კლიმატის ცვლილებები ასეთი ტემპით გაგრძელდება მოსალოდნელია, რომ საბერძნეთი აფრიკის მსგავს ქვეყანას დაემსგავსოს.

” შესაძლოა ყველაზე ცხელი ზაფხული გვქონდეს.

მთელს მსოფლიოში მომავალი ზაფხულის პერსპექტივა საშინელია, ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა მაღალი ტემპერატურა, რომელიც ამჟამად ფიქსირდება ესპანეთში, საფრანგეთში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

კლიმატის კრიზისი ნიშნავს, რომ ტემპერატურა ნელა და სტაბილურად იმატებს ადამიანის ჩარევით და ეს მატება უზარმაზარ პრობლემებს ქმნის არა მხოლოდ ხანძრების ან ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი არსებითად იწვევს ტერიტორიების გაუდაბნოებას”- აცხადებს პროფესორი ლეკკასი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *