Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სალონიკი: დედამ 5 წლის გოგონა მისი პარფიუმერიის გამოყენების გამო სცემა

სალონიკი: დედამ 5 წლის გოგონა მისი პარფიუმერიის გამოყენების გამო სცემა

ხელის სანიტაიზერი დააქცია და 2 ფუნჯი გამოიყენა პატარა გოგონამ დედის ნივთებიდან და სწორედ ეს გახდა მისი უმოწყალოდ ცემის მიზეზი. 

protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლიციას მომხდარის შესახებ არასრულწლოვანი გოგონას მამამ შეატყობინა. 

ყველაფერი გასულ ოთხშაბათს 19:30 საათზე მოხდა, როცა გოგონას მამა ყოფილ მეუღლესთან სახლში სტუმრად მივიდა, რათა მათი საერთო ქალიშვილი მოენახულებინა. როცა ყოფილი ცოლ-ქმარი ოთახში შევიდნენ სადაც მათი შვილი იმყოფებოდა და დედამ დაინახა, რომ გოგონა მის ნივთებს შეეხო, 43 წლის ქალმა ყვირილი დაიწყო და ხელი ორჯერ გაარტყა. გოგონას დარტყმის კვალი სახის ორივე მხარეს აღენიშნებოდა. ჩვენებაში მამა აცხადებს, რომ 5 წლის გოგონა შეშინებული იყო და ტიროდა. იქვე განაცხადა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ სთხოვა დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ სახლი მას და მათ შვილს, თორემ თვითონ წავიდოდა. 

სახლიდან გასვლის შემდეგ 43 წლის ქალი მის მეუღლეს შეურაცმყოფელ შეტყობინებებს სწერდა და ერთ-ერთ შეტყობინებაში განუცხადა, რომ თუ მათ შვილს კერძო სკოლაში არ შეიყვანდა, მაშინ მასთან ვერ იცხოვრებდა.

43 წლის ქალი პოლიციამ საჩივრის შემდეგ დააკავა. მის წინააღმდეგ საქმე ოჯახური ძალადობის მუხლით აღიძრა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *