სალონიკი: თერმის კაშხალთან ოჯახს რკინის ხელკეტებით დაესხნენ თავს
სალონიკი: თერმის კაშხალთან ოჯახს რკინის ხელკეტებით დაესხნენ თავს
საბერძნეთის პოლიციამ თითქმის 1 წლის შემდეგ გახსნა ოჯახზე თავდასხმის საქმე, რომლის შედეგადაც 54 წლის მამა და მისი 2 შვილი: 28 და 31 წლის ახალგაზრდები დაშავდნენ.
პოლიციამ 8 თავდამსხმელიდან სამის ვინაობის დადგენა შეძლო. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელებმა მამა-შვილი რკინის ხელკეტებითა და ბასრი იარაღის გამოყენებით სცემეს.
იდენტიფიცირებული თავდამსხმელების ასაკი 22 წელია.
გრძელდება გამოძიება 5 თავდამსხმელის ვინაობის დასადგენად.
Facebook Comments Box
