უამინდობის ფენომენი: ღავდოსის მიმართულებით უკვე 2 კვირაა გემებმა გადაადგილება შეწყვიტეს
უამინდობის ფენომენი: ღავდოსის მიმართულებით უკვე 2 კვირაა გემებმა გადაადგილება შეწყვიტეს
13 დღეა რაც კუნძული ღავდოსის მიმართულებით რეისები არ სრულდება.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კი უამინდობა გახდა, რომელიც 2 კვირაზე მეტია სრულიად საბერძნეთის მასშტაბით იჩენს თავს.
zarpanews.gr -თან საუბრისას ღავდოსის მერმა ლილიან სტეფანაკიმ განაცხადა, რომ ნელ-ნელა კუნძულს როგორც მედიკამენტების ასევე საკვების მარაგი ეწურება, თუმცა უამინდობის გამო რთულია განისაზღვროს როდის შეძლებენ კუნძულის მომარაგებას. იქვე კი დასძინა, რომ სამშაბათიდან, 3 თებერვლიდან ივარაუდება, რომ ამინდი გაუმჯობესდება.
Facebook Comments Box
