Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

სალონიკი: მიმდინარეობს გამოძიება 14 წლის გოგონას საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც TikTok გამოწვევის შემდეგ გული წაუვიდა

სალონიკი: მიმდინარეობს გამოძიება 14 წლის გოგონას საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც TikTok გამოწვევის შემდეგ გული წაუვიდა

პროკურორი ჩაერთო 14 წლის გოგონას საქმის გამოძიებაში, რომელმაც TikTok გამოწვევის შემდეგ გონება დაკარგა.

TikTok გამოწვევის მიხედვით ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო დიდხანს შეძლებს სუნთქვის შეკავებას.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შემთხვევა ოთხშაბათს შუადღეს სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. გაკვეთილებს შორის შესვენებაზე გოგონა მის თანაკლასელებთან ერთად იღებდა მონაწილეობას TikTok გამოწვევაში. არასრულწლოვანს გამოწვევის დროს გული წაუვიდა. სკოლაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლის შემდეგ საჭირო გახდა გოგონას საავადმყოფოში გადაყვანა დამატებითი ანალიზების ჩასატარებლად. გოგონამ სრული 24 საათი გაატარა ექიმების დაკვირვების ქვეშ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *