Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სალონიკი: პოლიციამ დააკავა 35 წლის ბიჭი, რომელმაც მოხუცებული მოკლა და შემდეგ დაწვა

სალონიკი: პოლიციამ დააკავა 35 წლის ბიჭი, რომელმაც მოხუცებული მოკლა და შემდეგ დაწვა

სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 35 წლის ბიჭი, რომელსაც ბრალი 77 წლის კაცის მკვლელობაში ედება.

მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მოკლულის ცხედარი კვალის დასაფარად დაწვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დამწვარი კაცის ცხედარი კვირას დილით მისსავე სახლში აღმოაჩინეს, რომელიც ნეა მიხანიონაში მდებარეობს.

როგორც ჩანს 77 წლის კაცს ბრალდებული სახლის სამუშაოებისთვის ჰყავდა დაქარავებული. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მათ შორის გაუგებრობა მოხდა რაც ჩხუბში გადაიზარდა, ახალგაზრდას მოხუცებული შემოაკვდა, ხოლო კვალის დასაფარად ცეცხლი წაუკიდა და გვამი დაწვა.

იმავე წყაროზე დაყრდნობით მოხუცებულს საჩივარი ჰქონდა შეტანილი ბრალდებულის წინააღმდეგ ქურდობის ბრალდებით, რადგან ეჭვობდა რომ ბანკის კარტა სწორედ მან მოპარა.

სამართალდამცავი ორგანოები დამნაშავის კვალზე დანაშაულის ადგილიდან ამოღებული მტკიცებულებების შედეგად გავიდნენ. უფრო კონკრეტულად კი ბრალდებულს შემთხვევის ადგილზე მობილური ტელეფონი ჰქონდა დატოვებული. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *