Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

სალონიკი: ქალაქი ნისლმა დაფარა

სალონიკი: ქალაქი ნისლმა დაფარა

პარასკევს დილით სალონიკის მაცხოვრებლებმა ნისლში გახვეულ ქალაქში გაიღვიძეს.

მეტეოროლოგებს სალონიკის მოსახლეობა წინასწარ ჰყავდათ გაფრთხილებული მოსალოდნელი ფენომენის შესახებ და როგორც ფოტოსურათებში ჩანს ქალაქში ხილვადობა ადრეული დილიდანვე საკმაოდ დაბალი იყო. 

აღნიშნული ფენომენის გამო გადაიდო ყველა ფრენა, რომელიც პარასკევს დილით უნდა განხორციელებულიყო, რადგან ვერცერთმა თვითმფრინავმე შეძლო მაკედონიის აეროპორტში დაჯდომა.

ერთადერთი ფრენა, რომელიც განხორციელდა იყო სალონიკი-მიუნხენის მიმართულებით დილის 08.25 საათზე, რადგან თვითმფრინავი უკვე აეროპორტში იმყოფებოდა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჯამში 8 ფრენა გაუქმდა. ავიახაზების წარმომადგენლები სალონიკის ნაცვლად ათენის აეროპორტში ჩაფრინდნენ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *