Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

სალონიკი: 2 წლის გოგონა პარვოვირუსული ინფექციის შედეგად დაიღუპა

სალონიკი: 2 წლის გოგონა პარვოვირუსული ინფექციის შედეგად დაიღუპა

სალონიკში, იპოკრატიოს საავადმყოფოში გარდაიცვალა 2 წლის გოგონა, რომელიც მკურნალობას 2 კვირის განმავლობაში გადიოდა. გოგონა პარვოვირუსით იყო დაინფიცირებული, რამაც მიოკარდიტი გამოიწვია. 

ექიმების თავდაუზოგავი მცდელობების მიუხედავად 2 წლის გოგონა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პარვოვირუსით ინფექცია ხშირია და ადვილად გადამდებია ბავშვებში. დაავადებას ზოგჯერ წითელი ლოყების დაავადებაც ქვია, რადგან ვითარდება სპეციფიკური გამონაყარი სახეზე. პარვოვირუსული ინფექცია ასევე ცნობილია მეხუთე დაავადების სახელით, რადგან, ისტორიულად იგი ბავშვობის ასაკის გამონაყარის 5 ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორისაა.

ბავშვების უმეტეს ნაწილში, პარვოვირუსული ინფექცია მსუბუქია და არ საჭიროებს მკურნალობას. თუმცა, ზოგიერთ მოზრდილში, ინფექცია მძიმე გართულებებს იწვევს. პარვოვირუსი საშიშია ორსულ ქალებშიც, როცა ვირუსი ასოცირდება ემბრიონის დაზიანებასთან. პარვოვირუსული ინფექცია რთულდება ანემიის ზოგიერთი ტიპის მქონე პაციენტებში ან იმუნური სისტემის სუპრესიის დროს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *