Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

სალონიკი: 39 წლის ჰერპეტოლოგს გველგესლამ უკბინა- მისი მდგომარეობა მძიმეა

სალონიკის პაპანიკოლაუს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია ჰოსპიტალიზირებული  და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება  39 წლის ჰერპეტოლოგი, რომელსაც  პარასკევს შუადღისას გველგესლამ უკბინა, როდესაც ის შხამიანი გველის დაჭერას ცდილობდა სალონიკის საჯარო სკოლაში, მიღებული გამოძახების შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, გველგესლა სკოლის მასწავლებელმა დააფიქსირა, რომელიც დაუკავშირდა სახანძრო სამსახურს, შემდეგ კი ადგილზე მივიდა  მოხალისე ჰერპეტოლოგი, ჯგუფის წევრი, რომელიც ქვეწარმავლის დაჭერას ცდილობდა, რა დროსაც მას გველმა უკბინა.

ქალმა სავარაუდოდ ძალიან სწრაფად განიცადა ანაფილაქსიური შოკი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა.

გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  ქალი  დაუყოვნებლივ გადაიყვანა  საავადმყოფოში.

ექიმებმა 39 წლის ჰერპეტოლოგს  შხამის საწინააღმდეგო  შრატი გაუკეთეს,  თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ძალიან მძიმეა .

აღნიშნულია, რომ ინციდენტის   დამსწრე პირების ინფორმაციით, 39 წლის ქალს  სავარაუდოდ  უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა არ მიუღია.

როგორც ჩანს, ჰერპეტოლოგს  გველის დაჭერისას მხოლოდ ხელთათმანები ეკეთა.

შემთხვევა 17:30 საათზე მოხდა,  სალონიკის 30-ე საშუალო სკოლაში ამ დროს მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *