Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
ემიგრაციასაბერძნეთისაზოგადოება

პარლამენტი: სამარას გარდა ყველა დეპუტატმა ხმა მისცა საიმიგრაციო ცვლილებას – „მე ვთქვი ის, რისი თქმის მოვალეობა მქონდა“ – აცხადებს ყოფილი პრემიერი

პარლამენტი: სამარას გარდა ყველა დეპუტატმა ხმა მისცა საიმიგრაციო ცვლილებას – „მე ვთქვი ის, რისი თქმის მოვალეობა მქონდა“ – აცხადებს ყოფილი პრემიერი

„დიახ“ რეგულაციას ნეა დიმოკრატიას, სირიზას, პასოკის, კომუნისტური პარტიის, პლევსი ელევფერიას და ახალი მემარცხენეების პარტიების 262 დეპუტატის მიერ, ხოლო ბერძნული გამოსავალის, სპარტელების და გამარჯვების პარტიების წარმომადგენლებმა „არა“ დააფიქსირეს

დიდი უმრავლესობით, მაგრამ ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანტონის სამარასის მძაფრი განსხვავებული აზრის გამოთქმით, კენჭი ეყარა ცვლილებას, რომელსაც შემოაქვს საგანგებო მექანიზმი არალეგალური ემიგრანტებისთვის ბინადრობის ნებართვის მინიჭებისთვის, რათა მათ მიეცეთ ლეგალურად დასაქმების უფლება.

დებულებას მხარი დაუჭირა 262-მა დეპუტატმა ნეა დიმოკრატიას, სირიზას, პასოკის, კომუნისტური პარტიის, პლევსი ელევფერიას და ახალი მემარცხენეების პარტიებიდან, ხოლო 32-მა დეპუტატმა ბერძნული გამოსავალის, სპარტელების და გამარჯვების პარტიებიდან წინააღმდეგობა გამოთქვეს, ისევე როგორც ბატონმა სამარასმა.

პროცესს 5 დეპუტატი არ ესწრებოდა, მათ შორის, პასოკის ხიოსის დეპუტატი სტავროს მიხაილიდისი, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებებთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. ასევე არ იყვნენ სირიზას დეპუტატი ელენა აკრიტა, რომელიც კორონავირუსით არის დაავადებული, და სპარტელების დეპუტატები გიორგოს ასპიოტისი, პეტროს დიმიტრიადისი და მაიკლ გავგიოტაკისი.

„კომენტარის გარეშე“ ასე ლაკონურად გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება ანტონის სამარასის წარმომადგენლებმა რომელიც სასტიკი წინააღმდეგი იყო აღნიშნული ცვლილების დამოწმებაზე.

მთავრობამ თავის დეპუტატებს პარტიული დისციპლინის საკითხი დაუსვა, გამორიცხული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მკაცრად გამოეხმაურა კერიდის რეგულაციას და მოუწოდა მთავრობას უკან გამოეთხოვა იგი, რაზეც შრომის მინისტრმა ადონის ღეორღიადისმა უპასუხა, რომ ამ რეგულაციის შინაარსი არ წარმოადგენს საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილებას.

„მე ვთქვი ის, რისი თქმის მოვალეობაც მქონდა“ – აღნიშნა ბ-მა სამარასმა ჟურნალისტებთან კენჭისყრის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ყოფილმა პრემიერმა პლენარული დარბაზი დატოვა, მის მისასალმებლად ბევრი ნეა დიმოკრატიის დეპუტატი მივიდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანტონის სამარასის გარდა, მთავრობის ექვსმა დეპუტატმაც გამოთქვა შეშფოთება. ესენი არიან ბაბის ათანასიუ, მილტო ქრიზომალი და სტრატო სიმოპულოსი, რომლებმაც პარლამენტის პლენარულ სესიაზე განცხადებებში გააკრიტიკეს იმიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს ხელმძღვანელობის ქცევა, რომელმაც შეიტანა ცვლილება მოულოდნელად და ინფორმაციის გარეშე და მოითხოვეს ცვლილების სამართლებრივი ტექნიკური გაუმჯობესება. ასევე თანოს პლევრისი, ანდრეას კაცანიოტისი და კოსტას კარაგუნისი, რომლებმაც ინტერვიუებში მსგავსი შეშფოთება გამოხატეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *