Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

სამოსსა და ლესვოსზე გასაბერ ნავებზე მყოფი 73 მიგრანტი გადაარჩინეს

დღეს, დილის საათებში, სანაპირო დაცვის საპატრულო კატერმა სამოსის ჩრდილოეთით, კუნძულ პრასონისის მახლობლად არალეგალი მიგრანტების ნავი დააფიქსირა, რომელიც საკმაოდ გადატვირთული იყო.

საპატრულო კატერის ეკიპაჟმა 25 მიგრანტი (17 მამაკაცი, 4 ქალი, 3 ბიჭი, 1 გოგონა) აიყვანა და უსაფრთხოდ გადაიყვანა სამოსის მალაგარის პორტში, საიდანაც შემდეგ ისინი სამოსის დახურულ კონტროლირებად დაწესებულებაში გადაიყვანეს. ნავი, რომელზეც უცხოელები იმყოფებოდნენ, განადგურდა.

წინასწარ გამოძიებას სამოსის საპორტო სამსახური აწარმოებს.

ასევე დღეს, დილით, სანაპირო დაცვის საპატრულო კატარმა, რომელიც გეგმიურ პატრულირებას ახორციელებდა, ლესვოსის აგრილიას საზღვაო რაიონში კიდევ ერთი გასაბერი ნავი დააფიქსირა, საკმარისი რაოდენობის მგზავრებით

საპატრულო ეკიპაჟმა 48 მიგრანტი მიტილენის პორტში უსაფრთხოდ გადაიყვანა, ხოლო ნავი, რომელშიც ზემოაღნიშნული მიგრანტები იმყოფებოდნენ, ჩაიძირა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *