სამშაბათს ფთიოტიდაში ბარომეტრმა 44,9 გრადუსს მიაღწია
სამშაბათს ფთიოტიდაში ბარომეტრმა 44,9 გრადუსს მიაღწია
გვალვის მეორე დღეს ბარომეტრმა 44,9 გრადუსს მიაღწია.
გაუსაძლისია მდგომარეობა არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ სრულიად ქვეყნის მასშტაბით.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ სიცხე იქნება ინტენსიური და კუმულაციური, შესაბამისად ექნება მკვეთრი გავლენა როგორც დღის ასევე ღამის საათებშიც.
მაღალ ტემპერატურას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიან დასავლეთის ცხელი ქარები.
სამოქალაქო დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ განსაკუთრებით მაღალი იქნება ხანძრის გაჩენის საშიშროება როგორც თესალიაში, ასევე ლაკონიასა და მესინიაში.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. კვირის ბოლომდე შესაძლოა ტემპერატურამ 45 გრადუსსაც კი გადააჭარბოს.
საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გვალვა კვირის ბოლომდე, 27 ივლისამდე გასტანს.
