Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სანტორინი: ჩხუბისას ერთი პირი დაჭრეს

სანტორინი: ჩხუბისას ერთი პირი დაჭრეს

სანტორინზე დასასვენებლად ჩასულ ორ საბერძნეთის მოქალაქეს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად ერთ-ერთმა მათგანმა სიცოცხლე ლამის ტრაგიკულად დაასრულა.
შეხლა-შემოხლა მალევე ჩხუბში გადაიზარდა და ჩხუბის ერთ-ერთმა მხარებ დანის გამოყენებით მოწინააღმდეგე დაჭრა.

აღნიშნული შემთხვევა ორშაბათს საღამოს ათობით მოწმის თანდასწრებით მოხდა. 57 წლის კაცმა 35 წლის ბიჭი დანით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების სიმძიმის გამო დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, ჭრილობები დაუმუშავეს და ამ დრომდე გადის მკურნალობას.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში პოლიციამ 57 წლის კაციც დააკავა, რომელსაც თან ჰქონდა დანაც, რომლითაც 35 წლის ბიჭს ჭრილობები მიაყენა. 

დაკავებულის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ფიზიკური დაზიანების მიყენებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *