Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისამართალი

სასტიკი მკვლელობა თესალონიკში

სასტიკი მკვლელობა თესალონიკში

თესალონიკში, 80 წლის მამაკაცმა საკუთარი მეუღლე დანით აჩეხა, მოკლული ქალის ცხედარი კი, მისმა  ძმისშვილმა აღმოაჩინა.

მკვლელი, 87 წლის ქალის უსიცოცხლო ცხედრის გვერდით, სტრესულ მდგომარეობაში ნახეს.  მამაკაცი “პაპანიკოლაოს” საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მომხდარზე კი ის, ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

protothema.gr-ის ინფორმაციით, მკვლელობაში “ნომერ პირველ” ეჭვმიტანილად  მოკლულის ხანშიშესული მეუღლე მიიჩნევა, რის გამოც ის საავადმყოფოში,  პოლიციის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

დანაშაულებრივი შემთხვევა ხუთშაბათს, შუადღისას მოხდა.

ძმისშვილმა წყვილთან ტელეფონით დაკავშირება სცადა, თუმცა ამაოდ…

როდესაც შეშფოთებულმა ახალგაზრდამ ცოლ – ქმარს სახლში მიაკითხა, მას იქ საშინელი  სურათი დახვდ:  სამზარეულოში, მოკლული ქალის გვამი სისხლის გუბეში ცურავდა, მკვლელი მეუღლე კი, ცხედრის გვერდით, სტრესულ მდგომარეობაში, ემბრიონის პოზიციაში იწვა…

გავრცელებული ინფორმაციით, ხანდაზმულ ქალბატონს, მუცელში ჩარჩენილი დანა აღმოაჩნდა, მაშველებმა კი დაადგინეს, რომ ცხედარს ჭრილობები მაჯებზეც და სახეზეც, სავარაუდოდ, განსხვავებული საგნით ჰქონდა მიყენებული.

მეზობლების თქმით, წყვილი შეხმატკბილებულად ცხოვრობდა, თუმცა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც იმავე კორპუსის ბინადარია, ჟურნალისტებს აცნობა, რომ გასულ  შაბათს,  შუადღისას, როცა მან მეზობლის კარზე ზარი დარეკა, კარი შეშინებულმა და ნამტირალევმა ქალმა გაუღო…

ცხედრის  ნეკროფსია, სავარაუდოდ დღეს დასრულდება, ხოლო ჩვენებას, რომელსაც 80 წლის მამაკაცი მისცემს  სამართალდამცავებს, გადამწყვეტად ჩაითვლება.

პოლიციის განცხადების მინიშნება:

„სალონიკის უშიშროების  დირექტორატი,  სიცოცხლისა და პირადი თავისუფლების წინააღმდეგ დანაშაულის დეპარტამენტის პოლიციელებმა, მკვლელობის გამოძიების კონტექსტში, რომელიც 87 წლის მოქალაქის ხარჯზე მოხდა, დაადგინეს დამნაშავის ვინაობა და სხვა დეტალები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *