Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საფრთხე, რომელიც ლამაზი სანახაობის უკან იმალება

საფრთხე, რომელიც ლამაზი სანახაობის უკან იმალება

ფეიერვერკი აღდგომისა და სხვა დღესასწაულების ერთ-ერთ მთავარ ნაწილად იქცა.

არაჩვეულებრივი სანახაობის შემქმნელი ეს სადღესასწაულო ატრიბუტი გარემოსა და ადამიანებისთვის არცთუ ისე უსაფრთხოა.

2026 წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში არაერთი ადამიანი დაშავდა როგორც ფეიერვერკისა და შუშუნების გამოყენების პროცესში, რომელთა შორისაც უმეტესობა არასრულწლოვანი იყო, ასევე პიროტექნიკის დამზადების პროცესშიც, როდესაც უეცარი აფეთქების შედეგად სხეულის 50%-ზე ქარხნის თანამშრომლებს მეორე ხარისხის დამწვრობები მიადგათ.

ფეიერვერკები ძირითადად ლამაზი და სანახაობრივია,თუმცა მის უარყოფით გავლენას იშვიათად ვაცნობიერებთ. გარდა იმისა,რომ აღდგომის ღამე ჩვენთვის და ჩვენი ოთხფეხა  მეგობრებისათვის სრული შიშისა და ტერორის დროა, ფეიერვერკების აფეთქება საკმაოდ  საზიანოა ადამიანებისათვის და მთლიანად გარემოსათვის. მას შეუძლია ზიანის მიყენება კიდურების, თუ სხეულის სხვა ნაწილების დაზიანება ბავშვებში და აასეევე დიდებში. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გაზაფხულის პერიოდში, როცა ვირუსების შედეგად ისედაც ხანგრძლივი რიგებია საავადმყოფოებში ფეიერვერკებით გამოწვეული ზიანი უფრო მეტად არის სავარაუდო, რომ ფატალურად დასრულდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *