Latest news
23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საშემოსავლო სამსახური თანხას გიბრუნებთ?

,,საშემოსავლო სამსახური თანხას გიბრუნებთ“ –  ფრთხილად, ეს თაღლითური სქემაა!

ციფრული მმართველობის მინისტრი დიმიტრი პაპასტერგიუ მოქალაქეებს, პლატფორმა gov.gr-ის მეშვეობით თაღლითობის მცდელობის შესახებ აფრთხილებს.

ERT-თან საუბრისას მან, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზგასმით ისაუბრა იმაზეც, რომ, როგორც დანარჩენ ევროპაში, ასევე საბერძნეთშიც, იქმნება საკოორდინაციო ცენტრალური პუნქტი. იგი EETT ტელეკომუნიკაციებისა და ფოსტის ეროვნული კომისიას მოიცავს, რომელიც ელექტრონული თაღლითობის აღმოფხვრაზე იმუშავებს.

,,დღეისათვის ცნობილია, რომ საბერძნეთის პლატფორმა gov.gr-ის მეშვეობით სხვადასხვა უწყებებში უამრავი საკითხის მოგვარებაა შესაძლებელი, თუმცა სამწუხაროდ, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის შემთხვევები დღითიდღე იზრდება. ერთერთი ასეთ მცდელობათაგანია ელფოსტით მიღებული შეტყობინებები, სადაც იუწყებიან, რომ  ,,საშემოსავლო სამსახური თანხას გიბრუნებთ“… მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ის  მთავარი ფაქტი,  რომ ჩვენ არასოდეს ვითხოვთ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, ან სხვა პირადული მონაცემების დეტალებს. დიდი სიფრთხილეა საჭირო ელექტრონული წერილების გაცნობისას, თუ რომელ ოფიციალურ გვერდზე გადაჰყავს მას მომხმარებელი და, არის თუ არა ის  საბერძნეთის სახელმწიფოს ოფიციალური გვერდი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბერძნეთის მხოლოდ სამთავრობო გვერდებზე, თავდასხმის უკვე  ნახევარი მილიონი შემთხვევა აღიკვეთა.

ჩვენ მივიღეთ ახალი კიბერუსაფრთხოების კანონპროექტი, რომელიც არსებითად ახლა ხორციელდება, ასევე,  ვქმნით გაცილებით უფრო ფართო ქსელს კიბერუსაფრთხოებისთვის, რადგანაც, ოქტომბრიდან ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურები, რომლებსაც კონკრეტული პროცედურების დაცვა მოუწევთ, დაახლოებით 2000 იქნება“, – დასძინა ციფრული მმართველობის მინისტრმა.

რაც შეეხება კიბერუსაფრთხოების კანონპროექტს, შეცდომაში შემყვანი ონლაინ რეკლამის შესახებ, მინისტრმა განმარტა, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტის ,,დამსახურება“, რომელსაც სამწუხაროდ შეუძლია ისეთივე დამაჯერებელი ვიდეოების გადაღება,  როგორიც  – კეთილსინდისიერ მომხმარებელს.

ახალი, საკოორდინაციო ცენტრალური პუნქტის ტელეკომუნიკაციებისა და საფოსტო ეროვნული კომისია,  ვალდებულებას იღებს, იმავე დღეს აცნობოს ქვეყნის კონკრეტულ შესაბამის ორგანოებს, სადაც განთავსებულია ყოველი, შეცდომაში შემყვანი რეკლამის პლატფორმა.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ციფრული სერვისების სამსახური მიზნად ისახავს  ყველა კონკრეტული პრობლემის განხილვასა და გადაწყვეტას.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *