Latest news
საჩუქრები ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველთვის ამართლებს 19 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება როდემდე გასტანს წვიმიანი ამინდი საბერძნეთში საბერძნეთი: 23 აპრილს გიორგობა აღინიშნება მეტეორაზე მანდილების ჩვეულება გააცოცხლეს - იხილეთ მთამსვლელების ფოტოსურათები წმინდა გიორგის კლდიდან როგორ გამოიყურებოდა Google-ს ლოგო დედამიწის საერთაშორისო დღისთვის მეგობრებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად 19 წლის გოგონა ყელისა და თავის არეში მძიმე დაზიანებებით გადაი... ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა ხუთშაბათიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

საშინელება ღაზას საავადმყოფოში – ჯამბალიას დაბომბვის შემდეგ ექიმები დერეფნებში მოქმედებენ – ათობით ადამიანი დაიღუპა

ღაზას სექტორში, ჯამბალიაში, ლტოლვილთა ყველაზე დიდი ბანაკი დაიბომბა ისრაელის არმიის მიერ. დაბომბვას ემსხვერპლა ინდონეზიური საავადმყოფოს შენობა, რის შემდეგაც ტერიტორია გვამებითა და დაჭრილებით გაივსო.

ჰამასის მიერ მართულ პალესტინის ანკლავის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, საავადმყოფო სავსე იყო გვამებით და დაჭრილებით. ექიმები იძულებულნი გახდნენ ოპერაციები დერეფნებში გაეკეთებინათ, რადგან საოპერაციოები სავსე იყო.

წამლების დეფიციტის, ელექტროენერგიის გათიშვისა და საავადმყოფოების პალატების გამუდმებული დაბომბვის ფონზე ღაზაში ქირურგები მთელი საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა გადაარჩინონ პაციენტების მუდმივი ნაკადი. ექიმების თქმით, გენერატორების საწვავის მარაგი იწურება.

საავადმყოფო მდებარეობს იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც ისრაელის არმია დაწინაურდა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. ისრაელის ტანკები შევიდნენ ღაზაში, სადაც 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სამკვირიანი მძიმე დაბომბვის შემდეგ, 7 ოქტომბერს ჰამასის ბოევიკების თავდასხმაზე საპასუხოდ, რომლებმაც მოკლეს 1400 ადამიანი სამხრეთ ისრაელში და გაიტაცეს 240.

ჯამბალიაში, ღაზას ლტოლვილთა ყველაზე დიდ ბანაკში დარბევის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა, განაცხადეს ანკლავის ჯანდაცვის ხელისუფლებამ. ისრაელის სამხედროებმა დარბევა დაადასტურეს.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს უამრავი ადამიანი უზარმაზარი კრატერის გვერდით, რომლებიც აკვირდებიან სამაშველო სამუშაოებს ბანაკის ზონაში, რომელიც მთვარის ლანდშაფტს წააგავს.

საავადმყოფოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ღამით დაბომბვამ დააზიანა ონკოლოგიური განყოფილება. „დაბომბვამ სერიოზული ზიანი მიაყენა საავადმყოფოს, გამორთულია ტექნიკა, რაც  საფრთხეს უქმნის პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის სიცოცხლეს“, – თქვა ექიმმა სობი შაიკმა, რეგიონში საავადმყოფოს ერთადერთი ონკოლოგიური განყოფილების დირექტორმა.

ისრაელის სამხედროები ადასტურებენ, რომ ჯაბალია დაბომბეს ჰამასის უფროსი მეთაურის მოკვლის მიზნით.

სამხედროებმა დაადასტურეს დაბომბვა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამიზნე იყო ჰამასის უფროსი მეთაური, იბრაჰიმ ბიარი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ პასუხისმგებლად ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე 7 ოქტომბერს.

დაბომბვამ, რომლის მსხვერპლთა საბოლოო რაოდენობა შესაძლოა ბევრად მეტი იყოს ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, გაანადგურა მინიმუმ 20 შენობა ჯამბალიას ლტოლვილთა ბანაკში.

თავის მხრივ, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჰამასის მეთაურის “მკვლელობა” განხორციელდა ტერორისტებთან და მათ ინფრასტრუქტურასთან ბრძოლის უზარმაზარი ოპერაციის კონტექსტში, რომელიც ეკუთვნის ცენტრალურ ჯაბალიას ბატალიონს, რომელმაც კონტროლი აიღო პოლიტიკურ შენობებზე ღაზას სექტორში.

„დარტყმამ დააზიანა ჰამასის კონტროლის ბერკეტები რეგიონში, ისევე როგორც მისი უნარი განახორციელოს თავდასხმები ისრაელის ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც მოქმედებენ ღაზას სექტორში“,- აცხადებენ სამხედროები.

მათი თქმით, ტერორისტების დიდი რაოდენობა, რომლებიც ჰამასის ამ მეთაურთან ერთად იმყოფებოდნენ, მოკლეს. „ტერორისტების მიერ გამოყენებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა თავდასხმის შემდეგ ჩამოინგრა“, – დასძინა არმიამ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *