Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა და აფრიკული მტვერი ატმოსფეროში

სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა და აფრიკული მტვერი ატმოსფეროში

გაზაფხულის მეორე კვირა სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურით დაიწყება, დაუბერავენ სამხრეთის ქარები და ატმოსფეროში შემოიჭრება აფრიკული მტვერი. 

სამშაბათს, 11 მარტს მოსალოდნელია ადგილობრივი წვიმები საბერძნეთის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში, ხოლო ოთხშაბათს კი “ტალახის წვიმა” წამოვა ქვეყნის უმეტეს ნაწილში.

თოდორის კოლიდასის მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანახმად კვირის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მაღალი ტემპერატურა იქნება. ძლიერი სამხრეთის ქარები ატმოსფეროში აფრიკულ მტვერს შემოიტანენ, რაც უმეტესწილად გავლენას ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე იქონიებს.

რაც შეეხება დედაქალქს ტემპერატურა 7-დან 20 გრადუსამდე იმერყევებს, დღეს, 10 მარტს მზიანი ამინდი ელოდება დედაქალაქის მაცხოვრებლებს მსუბუქი 3-4 სიმძლავრის ბოფორის ქარებით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *