Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

სერესი: ექიმებმა 15 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს

სერესი: ექიმებმა 15 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს

ექიმებმა ვერ შეძლეს 15 წლის ბიჭის სიცოცხლის გადარჩენა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა.

არასრულწლოვანი კვირას შუადღემდე სერესის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 15 წლის ბიჭი თავადვე მართავდა მანქანას. მასთან ერთად კი ავტომანქანაში 9-13 წლამდე არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთვევა დღეს დილით, 09:00 საათზე პოდიზმენუ-ირაკლიას გზაზე მოხდა ირაკლიას მუნიციპალიტეტში.

ავტომანქანა, რომელსაც 15 წლის ბიჭი მართავდა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო გზიდან გადავარდა და განათების ბოძს შეეჯახა. 

ავტომანქანის მძღოლი, სამ არასრულწლოვან მგზავრთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 15 წლის ბიჭის გადარჩენა მიუხედავად ექიმების თავდაუზოგავი მცდელობებისა ვერ მოხერხდა, თუმცა დანარჩენი 3 მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *