Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

სერესი: სკოლაში წყლის გამაცხელებელი ქვაბის აფეთქების შედეგად 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა – სასამართლოს წინაშე 11 პირი წარდგება 

სერესი: სკოლაში წყლის გამაცხელებელი ქვაბის აფეთქების შედეგად 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა – სასამართლოს წინაშე 11 პირი წარდგება 

2022 წლის დეკემბერში სერესის მე-9 საჯარო სკოლაში სკოლის გათბობის სისტემის განახლებაზე მუშაობის პროცესში წყლის გამაცხელებელი ქვაბის აფეთქების შედეგად 11 წლის ბიჭი დაიღუპა ხოლო კიდევ 2 მოსწავლე მძიმედ დაშავდა. 

აღნიშნული შემთხვევის გამო სასამართლოს წინაშე 11 ბრალდებული წარდგება, რომელთაგანაც ერთ-ერთი სამშენებლო უბნის უფროსი ინჟინერია, ასევე ელექტროსამუშაო სახელოსნოს უფროსი, სერესის მუნიციპალიტეტის ტექნიკური მომსახურების 6 თანამშრომელი, სკოლის იმჟამინდელი დირექტორი, სერესის დაწყებითი განათლების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი და საგანმანათლებლო პროექტის კოორდინატორი.

აღნიშნული პირები სასამართლოს წინაშე ჩვენების მისაცემად წარსდგებიან. მათ ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულისთვის მნიშვნელოვანი დაზიანებების მიყენებაში ედებათ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *