Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

სიდნეი 2026: XII საერთაშორისო საზაფხულო საუნივერსიტეტო პროგრამა გამოქვეყნდა

სიდნეი 2026: XII საერთაშორისო საზაფხულო საუნივერსიტეტო პროგრამა გამოქვეყნდა

გამოქვეყნდა XII საერთაშორისო საზაფხულო საუნივერსიტეტო პროგრამა: „ბერძნული ენა, კულტურა და მედია“, რომელიც 2026 წლის 6–11 სექტემბერს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გაიმართება.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემაა „ბერძნული ენა ავსტრალიაში: მეხსიერებიდან მომავალამდე“. პროგრამა დაეთმობა ბერძნული ენისა და კულტურის შენარჩუნებას დიასპორაში, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების როლს, ასევე ბერძნულენოვანი მედიის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობის გაძლიერებაში.

აღნინშნული პროგრამა ჩატარდება ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში (UNSW), Rex Vowels Theatre-ში. ყველა სესია ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ რეჟიმშიც, ხოლო დასწრება იქნება თავისუფალი.

ღონისძიებას ორგანიზებას უწევს იოანინას უნივერსიტეტი, UNSW-ის ბერძნული კვლევების პროგრამასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 100 მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, ჟურნალისტი და კულტურის სფეროს წარმომადგენელი საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, ავსტრალიიდან, აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან.

პროგრამა ასევე მოიცავს კულტურულ ღონისძიებებს, გამოფენებს, დოკუმენტური ფილმების ჩვენებებსა და ბერძნული ტრადიციული მუსიკის საღამოებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *