Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიოსამართალი

სიკვდილი… აზოტის ჩასუნთქვით

სიკვდილი… აზოტის ჩასუნთქვით

მსოფლიოში პირველად, მსჯავრდებული აზოტის ჩასუნთქვის გზით დასაჯეს.

მსოფლიოში პირველი შემთხვევა – მსჯავრდებულის უკიდურესი ზომით დასჯა, კერძოდ კი, სიკვდილი – აზოტის ინჰალიაციით, აშშ -ს შტატში, ალაბამაში მოხდა. ამ ფაქტს მსოფლიო რეაქციამოჰყვა.

სიკვდილით დასჯის ეს გზა საკმაოდ მტანჯველი პროცესი აღმოჩნდა, რადგანაც ის, 22 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

“დღეს ალაბამა კაცობრიობას აიძულებს, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადადგას” – თქვა კენეტ იუჯინ სმიტმა აზოტის მიღებამდე.

ალაბამას რესპუბლიკელმა გუბერნატორმა  განაცხადა, რომ ხელისუფლება განაგრძობს, მსოფლიოში პირველად, მსჯავრდებულის სიკვდილით დასჯას აზოტის ინჰალაციის გზით, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

ერთერთი პატიმარი, კენეტ ევგენი სმიტი, რომელსაც 1996 წელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, (მეუღლის ბრძანებით ქალის მკვლელობისთვის), გარდაცვლილად გამოცხადდა, თუმცა,  2022 წელს, სასიკვდილო ატმური ინექციის მიღებამ რომელსაც სიკვდილამდე მიჰყავს პატიმარი, მისი გონებრივი გათიშვა და პარალიზება გამოიწვია. სმიტისა და კიდევ ორი სხვა მსჯავრდებულის ზემოხსენებული მეთოდით სიკვდილით დასჯის პროცესი კრახით დასრულდა, რასაც პატიმრების ფიზიკური და ფსიქიკური ზიანი მოჰყვა.

ამჯერად,  მსჯავრდებულმა სუფთა აზოტი შეისუნთქა, რამაც ორგანიზმში  ჟანგბადის ნაკლებობა გამოიწვია. წამებში მამაკაცმა გონება დაკარგა, თუმცა სხეულის ფუნქციონირების დაკარვა და  სიკვდილიანობა, მოგვიანებით მოხდა.

საზოგადოების აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ, რეალურად, 58 წლის სმიტი მეთოდის ექსპერიმენტისათვის გამოყენებული ცხოველის როლში აღმოჩნდა.

„ეს იყო, აზოტის ჰიპოქსიით გამოწვეული მეთოდით სიკვდილით დასჯის პირველი მცდელობა, რომელმაც შეიძლება  მსჯავრდებულის უკიდურესი ტანჯვა  გამოიწვიოს. ამდენად, ამ მეთოდის გამოყენება მიუღებელია.  ადამიანის წამებისა და მის მიმართ სასტიკი მოპყრობის გარდა, ის ადამანის ღირსების შელახვასაც იწვევს!“ – აღინიშნა გაეროს სხდომაზე.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *