სიცხის ტალღის გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ღია ცის ქვეშ ჩასატარებელი სამუშაოების შეჩერების ბრძანება გაიცა
სიცხის ტალღის გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ღია ცის ქვეშ ჩასატარებელი სამუშაოების შეჩერების ბრძანება გაიცა
ღია ცის ქვეშ მომუშავეთათვის სამუშაოების შეჩერებისა და სხვა დანარჩენი კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის დისტანციურად (სახლიდან) მუშაობის განკარგულება გასცა შრომისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შედეგად გამოწვეული სიცხის ტალღის გამო.
აღანიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის მიერ გამოქვეყნებული გაფრთხილების შემდეგ მიიღო, რომელშიც სინოპტიკოსებმა აღნიშნეს, რომ საბერძნეთის უმეტეს რეგიონში 42 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება.
გაცემული განკარგულების თანახმად სამუშაო საათები შეჩერდება 12:00-17:00 დროის მონაკვეთში. აღნიშნული განკარგულება ეხება კერძო სექტორის თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ ღია ცის ქვეშ, მშენებლობებზე, კურიერებად და ადამიანებს, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო ამ დრპის მონაკვეთში უწევთ ქუჩაში გადაადგილება.
