Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

სიცხის ძლიერი ტალღა მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში

უახლესი მეტეოროლოგიური მონაცემებით გუშინ, ხუთშაბათიდან დაწყებული სიცხის ახალი ტალღა სულ მცირე, მომავალ ხუთშაბათ-პარასკევამდე (27-28ივლისი) გაგრძელდება.

როგორც მეტეოროლოგი იანის კალიანოსი აღნიშნავს, სიცხის ტალღა პიკს კვირას (23/7) მიაღწევს, ორშაბათს (24/7) იქნება ტემპერატურის უმნიშვნელო ვარდნა, რასაც მოჰყვება მაღალი ტემპერატურის ახალი “შეტევა” სამშაბათიდან (25/7).

ყველაზე რთული დღე, ბ-ნი კალიანოს თქმით, მოსალოდნელია კვირას. როგორც მონაცემები აჩვენებს, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დღე ბოლო 5 წლის განმავლობაში, როდესაც დაბლობ მატერიკზე სიცხე მიაღწევს 44-45°C-საც კი.

როგორც ის აღნიშნავს, კვირას და ასევე ორშაბათს ხანძრის საშიშროება კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან განსაკუთრებით მომავალი კვირის პირველ დღეს ჩრდილოეთის ქარები გაძლიერდება 6 და სავარაუდოდ 7 ბოფორტამდე, რის შედეგადაც დამატებითი ყურადღებაა საჭირო.

მომავალი სამშაბათიდან ტემპერატურა შემდეგი კვირის შუა რიცხვების შემდეგ 44-45°C-საც კი გადააჭარბებს.

ტემპერატურა ათენსა და თესალონიკში და იმ რაიონებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდება.

ათენში:

პარასკევი 21/7: 41°C

შაბათი 22/7: 41-42°C

კვირა 23/7: 43-44°C

ორშაბათი 24/7: 39-40°C

თესალონიკი:

პარასკევი 21/7: 38°C

შაბათი 22/7: 38-39°C

კვირა 23/7: 39-40°C

ორშაბათი 24/7: 34-35°C

სითბოსადმი მგრძნობიარე ადგილები (მატერიკზე ზღვიდან მოშორებით), სადაც ტემპერატურა ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწევს უახლოეს დღეებში არის შემდეგი:  ცენტრალური მაკედონიის დაბლობები, თესალიის დაბლობები, ფთიოტიდა და ბეოტიის დაბლობები, ცენტრალური ევიის დაბლობები, ცენტრალური და დასავლეთ ატიკა.

ყველა არსებული საპროგნოზო მონაცემებით, (25/7) სამშაბათიდან (27/7) ხუთშაბათამდე, საბერძნეთში კვლავ ძალიან მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *