Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისამართალი

ტავერნაში მომხმარებელმა  მზარეულს დანა დაარტყა

ტავერნაში მომხმარებელმა  მზარეულს დანა დაარტყა

თესალონიკი:  თევზის ტავერნაში უკმაყოფილო მომხმარებელმა  მზარეულს დანა დაარტყა.

დაზარალებული “პაპაგეორგიუს”  საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დამნაშავის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა, პოლიცია მას დასაკავებლად ეძებს. საქმე ამბელოკიპი-მენემის რაიონული პოლიციის სამმართველოშია აღძრული.

კვირას  ზღვის პროდუქტების ტავერნაში არეულობა გამოიწვია მომხმარებლის უკმაყოფილებამ, რის შედეგადაც მან, ტავერნის 65 წლის მზარეული დანით დაჭრა.  მსხვერპლი მუცლის არეში მძიმე ჭრილობით “პაპაგეორგიუს” საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტავერნის დირექციამ მომხდარის გამო სასწრაფო დახმარება გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა კი, თავის მხრივ, პოლიციას აცნობეს დაჭრილი მამაკაცის შესახებ, რომელსაც ჭრილობა ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული.

 

აღსანიშნავია, რომ თავიდან უცნობი იყო, თუ რა გარემოებებში მიიღო მზარეულმა მძიმე დაზიანებები, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ დაადგინა, რომ ეს იყო დანაშაულებრივი ქმედება.

სამართალდამცავების მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დამნაშავის ინდენტიფიცირება კი, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *