ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს
ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს
საბერძნეთში, ლარისას სამწევრიან სააპელაციო სისხლის სამართლის სასამართლოში, ტების სარკინიგზო ტრაგედიის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. 29-ე სხდომაზე განსაკუთრებით მძიმე და ემოციური ჩვენებები მოისმინეს.
მგზავრმა ანგელიკი ღეორღაკიმ, რომელიც ტრაგედიის ღამეს სამგზავრო მატარებლის მეხუთე ვაგონში იმყოფებოდა, დეტალურად გაიხსენა შეჯახების მომენტი. მისი თქმით, ლარისადან გასვლის შემდეგ მოულოდნელად გაისმა ძლიერი აფეთქების მსგავსი ხმა, მატარებელი გადაბრუნდა და რელსებიდან გადავიდა.
მალევე ვაგონში ხანძარი გაჩნდა. მგზავრები პანიკაში იყვნენ და ცდილობდნენ გაქცევას. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ფანჯარა ჩაამტვრია, რათა მგზავრებს ვაგონიდან გამოსვლა შეძლებოდათ. მოწმის თქმით, გარეთ გამოსვლის შემდეგ მატარებელი ცეცხლის ალში გახვეულს ჰგავდა და ნათელი იყო, რომ არსებობდა აფეთქების საფრთხე.
სასამართლოში ჩვენება მისცა ასევე ჰელენიკ თრეინის თანამშრომელმა აღნი სონიამ, რომელიც დაღუპული სატვირთო მატარებლის მემანქანის, ნიკოს ნალბანდისის, საცოლე იყო. მისი თქმით, ნალბანდისი მას ხშირად უყვებოდა რკინიგზაზე არსებულ პრობლემებზე, მათ შორის სიგნალიზაციისა და დისტანციური მართვის სისტემების ნაკლებობაზე და უსაფრთხოების სისტემების გაუმართაობაზე. აღნი სონიამ ასევე ისაუბრა წყვილის სამომავლო გეგმებზე, რომლებიც მათ თანაცხოვრებას უკავშრდებოდა.
დაღუპული მატარებლის კონტროლიორისა და თანმხლები პირის, დამმაც, აღორი ძოვარამ, აღნიშნა, რომ მისი ძმა მძიმე სამუშაო პირობებზე და რკინიგზაში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა. მისი თქმით, მას არაერთხელ ჰქონდა გამოხატული შეშფოთება უსაფრთხოების მდგომარეობის გამო.
სასამართლოში ასევე დაიკითხა დაღუპული მემანქანის, დიმიტრი იკოსის, მამა ეფთიმიოს იკოსი, რომელიც თავადაც 35 წლის განმავლობაში მემანქანედ მუშაობდა. მან ბერძნულ რკინიგზაში უსაფრთხოების სისტემების სერიოზულ ნაკლებობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურისა და მართვის სისტემების მდგომარეობა ტრაგიკულ შემთხვევას ხელს უწყობდა.
სხდომაზე განიხილება დაცვის მხარის მიერ დაყენებული საკითხიც. ღამის ცვლის სადგურის უფროსის ჩამორთმეული მობილური ტელეფონის სრულად შემოწმება.
მოთხოვნა მოიცავს შემომავალი და გამავალი ზარების, ტექსტური შეტყობინებების, Viber-ისა და სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციების, ასევე SIM ბარათისა და მეხსიერების ბარათის მონაცემების შესწავლას.
ტების ტრაგედიის საქმეზე ამ დროისთვის ათმა მოწმემ მისცა ჩვენება. სასამართლო განიხილავს ტელეფონის შემოწმების მოთხოვნას და შემდეგ სხდომებზე დაღუპულთა ახლობლებისა და ტრაგედიას გადარჩენილი ადამიანების ჩვენებების მოსმენის გაგრძელებას.
