Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია იმათიაში: 15 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა წუხელ იმათიაში, სოფელ პალეო პროდრომოსში. 15 წლის ბიჭმა ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზით თავი ჩამოიხრჩო.

გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი პარასკევს ღამით საკუთარი სახლის კიბეზე ჩამოკიდებული იპოვეს მისმა მშობლებმა და მათმა მეზობელმა.

მათ მაშინვე გამოძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი, მაგრამ სამწუხაროდ მოზარდი უკვე გარდაცვლილი იყო.

ამავე ინფორმაციით, გარდაცვლილს არ დაუტოვებია ჩანაწერი, სადაც ახსნიდა იმ მიზეზებს, რამაც მიიყვანა ის თვითმკვლელობამდე. მისი გარდაცვალების ზუსტ გარემოებებს ამ დროისთვის პოლიცია იძიებს.

ახლობლების თქმით, ის იყო აქტიური და მხიარული ბავშვი, რომელსაც ერთი შეხედვით ამ ტრაგიკული ნაბიჯის გადადგმის არანაირი მიზეზი და საფუძველი არ ჰქონდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *