Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ტრაგედია კალაბაკაში – სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სასტუმროს მეპატრონის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტრაგედია კალაბაკაში – სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სასტუმროს მეპატრონის სიცოცხლე ემსხვერპლა

ორშაბათს დილით კალაბაკაში მდებარე სასტუმროში, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო ხანძარი გაჩნდა.

55 წლის სასტუმროს მეპატრონე, იმისთვის რომ თავი გადაერჩინა, სასტუმროს პირველი სართულიდან გადახტა, თუმცა დაცემის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაყვანისას სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხანძარი უკვე კონტროლს ექვემდებარება და შენობიდან უსაფრთხოდ გამოყვანილია 26 დამსვენებელი, რომელთაგანაც 8 არასრულწლოვანია. 26-დან 12-ის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, რადგან სასუნთქ გზებზე აღენიშნებოდათ გარკვეული პრობლემები. 

შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 26 მეხანძრე 8 სახანძრო მანქანით.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *